საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განუცხადა. მისი თქმით, საკითხი განიხილება, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. „ფრენების შეწყვეტის საკითხი პრაქტიკულად ყოველდღიურ თათბირებზე განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იტალიის მიმართულება შედარებით...
ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურისა და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელდა ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელში იმყოფებიან არალეგალურად ან მოითხოვეს თავშესაფარი და სურთ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნება, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური საქართველოს საელჩოსთან ერთად ასეთ მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას ღირსეულად და...
20 იანვარს, განათლების საერთაშორისო ცენტრში იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შედგა შეხვედრა. ღონისძიება, იტალიის საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრას იტალიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით დაინტერესებული საზოგადოება დაესწრო. პრეზენტაციაზე იტალიის აქვილასა და მოდენას უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, უნივერსიტეტში მიღებისა თუ სწავლის...
თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე სამიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს. მისი თქმით, ნორმა რომელიც დღეს მოქმედებს, ვერ იცავს ქვეყანას სამიგრაციო "კარუსელისგან". საუბარია ერთწლიანი ბინადრობის ნებართვებზე, რომელსაც უცხოეთის მოქალაქეები იღებენ იმ წინაპირობით თუ საქართველოში შეიძენენ $35,000 ღირებულების უძრავ ქონებას. კალაძის თქმით, ეს მოთხოვნა $100,000-მდე უნდა გაიზარდოს. "არსებული კანონმდებლობით,...
კარანტინისა და იზოლაციის ვადა 14-ის ნაცვლად 12 დღით განისაზღვრა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 495-ე დადგენილებაშია ნათქვამი. დადგენილების თანახმად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში კარანტინს. იზოლაციაში პირი...
ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ „Busieness Time”-ისთვის მიცემულ  ინტერვიუიში განაცხადა რომ : ,, ისრაელის დასაქმების ბაზარზე არსებული ვითარებიდან  გამომდინარე საკმაოდ მაღალია მოთხოვნა კვალიფიციურ მუშახელზე. "  მისი განცხადებით ამ საკითხზე არაერთი მაღალი დონის შეხვედრაზე იყო საუბარი მისი მხრიდან ისრაელის სახელმწიფო მოხელებთან თუმცა: ,,ყველა საქმიანობას, მათ შორის...
მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა იმ დაზარალებულ ემიგრანტს, რომლებიც სამშენებლო კომპანია ,,სვეტის მიერ იყვნენ დაზარალებულები და ვერც საკუთარ გადახდილ ფულს და ვერც კუთვნილ ბინას ვერ იღებდნენ ბინების მიღების შესაძლებლობა უჩნდებათ. სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულების საკითხზე პროექტები უკვე შეთანხმებულია და მომდევნო კვირაში სამშენებლო ნებართვების გაცემა შესაძლებელი იქნება.
გერმანიის ქალაქ მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქე რომელიც საელჩოსთან დაკავშირებას ცდილობდა დახმარებისთვის კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. უწყების ცნობით, ინფიცირებულ მოქალაქეს ვირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნება. „აღნიშნულ მოქალაქეს დაუკავშირდა საქართველოს საელჩო, კერძოდ საკონსულო მიუნხენში, გაეცნო მის მდგომარეობას. მუდმივად არის არის საკონსულო...
ქ.თბილისის მერს ბატონ კახი კალაძეს . ქ. თბილის მერის მოადგილეს ქალბატონ სოფო ხუნწარიას. ქალბატონო სიფო კეთილსინდისიერი და პოზიტიური განწყობის გარდა არსებობს სამართლებრივი მიდგომა საკითხისადმი. იმისათვის, რომ თქვენი ქმედებები იყოს წარმატებული, ბიბლიოთეკები კი არ უნდა დახუროთ უნდა გახსნათ და გააძლიეროთ, რათა ჩვენი მომავალი თაობა წიგნიერი იყოს,, თორემ კვლავ იმ ჰიბრიდულ რაობას მივიღებთ, თუთაშხიას...
მიხეილ ჯანელიძეს პრემიერი ბახტაძე საგარეო საქმეთა მინისტრად მთავრობის ახალ შემადგენლობაში არ წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა. ახალი პრემიერის განცხადებით განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები ნამდვილად იქნებიან, თუმცა ამ ეტაპზე  მან მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრების სახელების და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა და ყველას მოუწოდა, დაელოდონ...