2025 წლის 5 ივნისს, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა ქ. ბარსელონაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ქ. ბარსელონას ვიცე მერთან, მარია ეუხენია გაი როსეიოსთან – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობები. ყურადღება ასევე გამახვილდა მუნიციპალურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებაზე.