საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე შეხვდა ჩრდილოეთამერიკაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის  ეპისკოპოს საბა ინწკირველს . საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ის პირველი ქართველი სასულიერო პირია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე იქნა ხელდასხმული. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული დიასპორის აქტუალურ საკითხებს და გამოწვევებს. მინისტრის მოადგილემ დიდი ინტერესით მოუსმინა მეუფე საბას და შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობისთვის. მეუფემ დიდი მადლობა გადაუხადა საგარეო უწყებას დაინტერესებისთვის. მეუფე საბას, დიდი წვლილი მიუძღვის აშშ-ში მცხოვრები ქართული მრევლის...
15-16 ივნისს, რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, შედგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის სამუშაო ვიზიტი ქ.კონსტანცაში, რომელიც ბათუმის დაძმობილებული ქალაქია 2020 წლიდან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრები კონსტანტას მერთან ვირჯილ ჩიცაკთან, სამხარეო ადმინისტრაციის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან რაზვან ფილიპესკუსთან, საბჭოს მრჩეველთან კულტურის საკითხებში...
  საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარეთში, ნიდერლანდების სამეფოში, საუდის არაბეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნილი ელჩები მიიღო . თამუნა ლილუაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას ბულგარეთის რესპუბლიკაში 2018 წლის 20 ნოემბრიდან შეუდგება, გიორგი შარვაშიძე მუშაობას ნიდერლანდების სამეფოში 2018 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყებს, ვახტანგ ჯაოშვილი საუდის არაბეთის...
კახა კალაძე მილანის მერს შეხვდა მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე მილანელ კოლეგას, ჯუზეპე სალას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, თბილისსა და მილანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით. საუბარი შეეხო მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის...
საქართველოს მთავრობა დიასპორულ ანსამბლებს ფინანსურად დაეხმარება და მათ კონკურსის საშუალებით საგრანტო პროექტებს დაუფინანსებს - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.  როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს 2025 წლის საგრანტო კონკურსს „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“წარმოადგენს და საგრანტო პროექტების  მიზნები ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავების და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენს.  აღსანიშნავია რომ,  2019 წლიდან სისტემატიურად ფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები , რასაც საქართვლოს მთავრობა ქართულ დიასპორაზე ზრუნვის საკონსტიტუციო ვალდებულებას შესაბამისად ახორციელებს და...
2025 წლის 8 ივნისს, ქ. ხულონში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა ქალაქის მერთან, შაი ქეინანთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.ასევე, საუბარი შეეხო ხულონისა და ქუთაისის დამეგობრობის საკითხს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 587 ადამიანს მიენიჭა, რაც 476-ით ნაკლებია, ვიდრე 2023 წლის 12 თვეში. საქსტატის ინფორმაციით ქვეყნების ათეული ასე ნაწილდება: წინა მოქალაქეობის ქვეყანა 2024 წელს: რუსეთის ფედერაცია - 2361, გერმანია- 251, უკრაინა- ...
მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული დიასპორის კონსოლიდაციას, საქართველოს მხარდაჭერას მსოფლიო ასპარეზზე, ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან საინტერესო ნაბიჯებს დგამს ქართული დიასპორების...
საქართველოს კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადი ეწვევა. როგორც საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტი 16-18 აპრილს იგეგმება. საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით დადებითად შეაფასეს კვიპროსის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ეწვიოს საქართველოს. ასევე აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტი ახალ მნიშვნელოვან ბიძგს შესძენს საქართველო-კვიპროსის ურთიერთობას.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის ინიციატივით კანონის ის ნაწილი, რომელიც  საზღვარგარეთ თანამოქალაქეთა წესების დარღვევით ყოფნის ხელშეწყობას ეხება, მთლიანად ამოღებული იქნება და მეორე მოსმენაზე გადამუშავებული ვერსია წარდგება. „რაც შეეხება სისხლის სამართლის ნაწილს, ეს ცვლილებები ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს არ შეეხებათ. შესაბამისად, ჩანაწერი, რომელმაც სხვადასხვა ინტერპრეტაციები გამოიწვია და საზღვარგარეთ ჩვენს თანამოქალაქეთა წესების დარღვევით ყოფნის ხელშეწყობას ეხება,...