საქართველო მოქალაქეების საყურადღებოდ! საკონსულოების ცხელი ხაზის ნომრები თურქეთში, საბერძნეთში, იტალიასა და ესპანეთში

0
6803

როგორც ცნობლია მსოფლიოში COVID-19-ის გლობალური პანდემიის შედეგად შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიის პირველი ფაზის პერიოდში , აუცილებელი გახდა უცხო ქვეყნების მიერ მიღებული შეზღუდვების მიზეზით უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება და ადგილებზე დახმარების გაწევა. ჯამში, მხოლოდ მიმდინარე წლის 22 მაისისთვის სახელმწიფომ დააბრუნა 12 720 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის საჰაერო გზით – 7 107, სახმელეთო გზით – 5 223 და საზღვაო გზით – 390 ადამიანი. დაბრუნებულთა შორისაა ქრონიკული დაავადების მქონე 483 პირი, 34 – შშმ პირი, 259 – ხანდაზმული, 102 – ორსული, 435 – მცირეწლოვანი, 173 – ონკოლოგიური პაციენტი, 1 118 – ტრანზიტული მგზავრი, 29 – მეზღვაური და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე 90 პირი. აგრეთვე, საცხოვრებლისა და სტიპენდიის გარეშე დარჩენილი 794 სტუდენტი (საერთო ჯამში განსაკუთრებული საჭიროების მქონე – 3 517 მოქალაქე). აღსანიშნავია რომ ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ – 21 190 მოქალაქეს, მათ შორის, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილთა თავშესაფრით უზრუნველყოფის, საკვების, მედიკამენტების, ასევე სხვა პირველადი და აუცილებელი საჭიროების პროდუქტების და მომსახურების მიწოდების გზით. ასევე, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას, მოქალაქეები გათავისუფლდნენ საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან . ვინაიდან პანდემიური მდგომარეობა მეტ ნაკლები სიხშირით იცვლება მსოფლიოს იმ ქვეყნებში სადაც დიდი ქართული დიასპორებია წარმოდგენილი გთავაზობთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ცხელი ხაზის ნომრებს სადაც შესაძლებელია დაკავშირება და მათთვის საგანგებო ინფორმაციის მიწოდება :

საქართველოს მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს ცხელი ხაზის საშუალებით , ნომერზე :  +995 32) 294 50 50 .

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ ანკარაში ცხელ ხაზზე დარეკვა შეუძლიათ შემდგომ ნომრებზე +90 (533) 690 30 40
+90 (539) 220 82 80, ქ. სტამბოლში +90 (541) 818 44 00 , ტრაბზონში +90 (541) 326 22 26 .

საბერძნეთის რესპუბლიკაში ქ. ათენში დარეკვას შეძლებთ შემდგომ ნომრებზე +30 699 577 97 93, +30 694 6102994 , ხოლო თესალონიკში +30 695 57 37 000, +30 697 3462002 ,

იტალიაში ცხელ ხაზზე დაკავშირება შესაძლებელია ნომრებზე : +39 333 887 9123 და +39 350 148 3114 .

ესპანეთის სამეფოში კი საქართველოს დიპლომატიურ მისიას დაუკავშირდებით ნომერზე +34 691 387 221 , ხოლო ბარსელონაში +34 635 230 425 .