ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი, აგვისტოს ბოლომდე, ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ რეისს განახორციელებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და Aegean Airlines-ი აგვისტოში ერთ ჩარტერულ რეისს განახორციელებს. მინისტრის თქმით, ფრენა აგვისტოს მეორე ნახევარში შესრულდება. რეისის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია და კონკრეტული თარიღი კი უახლოეს ხანებში გამოქვეყნდება. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ფრენა სავარაუდოდ 21 აგვისტოს შესრულდება.