საბერძნეთში მთავრობა ზომებს ამკაცრებს,ხოლო ოპოზიცია ჯარიმების ნაცვლად მას ხალხისთვის ნიღბების უფასოდ დარიგებას სთავაზობს

0
5946

საბერძნეთში მთავრობას ოპოზიცია ჯარიმების გამკაცრების ნაცვლად ხალხისთვის ნიღბების უფასოდ დარიგებას სთავაზობს
ეს განცხადება ყოფილი მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პანოს სკურლეტისმა გაახმოვანა და განაცხადა რომ ჯარიმები ეს მხოლოდ ხალხის დასჯაა და არ არის გამოსავალი. მისი აზრით მთავრობის მიერ გატარებული ზომები მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღებას ემსახურება და ამ ლოგიკით ბუნებრივია რომ კმაყოფილების საბაბი არ არსებობს ოპოზიციური პარტიის ინიციატივით საჭიროა უფრო ქმედითი გეგმის შემუშავება რომელიც ვირუსის გავრცელებას შეაჩერებს და უფრო პროდუქტიული ჩარევა იქნება ვიდრე ეს დღეს ხდება საბერძნეთში . შეგახსენებთ რომ მთავრობის გადაწყვეტილებით 4 აგვისტოდან
გამკაცრდება ზომები საძღავაო ტრანსპორტთან მიმართებაში და პირბადის ტარება სავალდებულო გახდება გემების როგორც შიდა ასევე გარე სივრცეებში , სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურად დასაქმებული პირები კი რომლებიც ბალკანეთის ქვეყნებიდან ხვდებიან ამ სფეროში , საბერძნეთის დატოვების შემთხვევაში, დაკარგავენ უკან დასაქმების ადგილზე დაბრუნების შესაძლებლობას მთავრობისგან ახალი ნებართვის გაცემამდე. საბერძნეთში უკვე მოქმედებს რეგულაციები საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში სადაც პირბადეების ტარება არის სავალდებულო , ხოლო კლუბებსა და ბარებში აიკრძალა ფეხზე დგომა, სადაც ყოფნა და გართობის შესაძლებლობა პირს მხოლოდ მაგიდასთან ჯდომის შემთხვევაში აქვს.