ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩომ მორიგი თანადგომა განახორციელა ესპანეთში უსახსროდ დარჩენილი კიდევ ერთი ქართული ოჯახისადმი და წამალაშვილების ოჯახი, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო უსახსროდ დარჩა და ვერ ახერხებდა სამშობლოში დაბრუნებას, საქართველოს მთავრობის დახმარებითა და საელჩოს ორგანიზებით 2 აგვისტოს მადრიდიდან თურქეთის გავლით სამშობლოში დაბრუნდა.
,, საელჩო მოხარულია გაცნობოთ, რომ მოხერხდა კიდევ რამდენიმე საქართველოს მოქალაქის სამშობლოში დაბრუნება. წამალაშვილების ოჯახი, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო უსახსროდ დარჩა და ვერ ახერხებდა სამშობლოში დაბრუნებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოს დახმარებით, გუშინ, 2 აგვისტოს მადრიდიდან თურქეთის გავლით გამოემგზავრა სამშობლოში. მოქალაქეები უკვე საქართველოში იმყოფებიან. საელჩო წამალაშვილების ოჯახს უსურვებს ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს !” – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში .
აღსანიშნავია რომ ეს ესპანეთში საქართველოს საელჩოს საქართველოს მოქალქეების მიმართ მსგავსი ზრუნველობის პირველი შემთხვევა არ არის პანდემიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მიმართ. 15 ივლისს ესპანეთში საქართველოს საელჩოს თანადგომით მ. გვარამაძის და ს. ოსეფაშვილის ოჯახები , რომლებსაც ასევე მცირეწლოვანი ბავშვები ყავდათ სამშობლოში უსასყიდლოდ დაბრუნდნენ.