რა თანხა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს ბრიტანელი ლეგენდარული მუსიკოსის, ელტონ ჯონის კონცერტები რომელიც  „ბლექსი არენას" სცენაზე დღეს და ხვალ გაიმართება ჯერ ჯერობით უცნობია. კონცერტის ორგანიზატორების განცხადებით, შეკვეთილში მდებარე დიდ საკონცერტო დარბაზთან კონცერტის დაწყებამდე დიდი ზომის ეკრანი დამონტაჟდება, სადაც მისულ მსმენელებს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის ნახვა შეეძლება. ცნობილი ბრიტანელი პოპ-მომღერალი საქართველოში Wonderful...
ელჩების მინიმუმ 80 % დაკავებულია კოქტეილის სმით და ბიუჯეტის ხარჯზე ოჯახის ფუფუნებაში ცხოვრებით, ეს კი დაუშვებელია. იმდენად გათავხედებულია ზოგიერთი მათგანი, დეოკუპაციაზე და სხვა ქართულ ინტერესებზე ზრუნვა კი არა, ჩვენს ემიგრანტებს არ ეკონტაქტებიან საზღვარგარეთ და ჩვენი ხალხი პრაქტიკულად მიტივებული არიან ბედის და რისკების ამარა. როგორ გინდათ ამ მოცემულობაში პროგრესის მიღწევა...
ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ გიუნაშვილის განცხადებით ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა თავს სოციალურ-ეკონომიკურ დევნილად მიიჩნევს: ,, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო რომ ქართველი ემიგრანტების (საქართველოს საზღვრებს გარეთ მაცხოვრებელი მოქალაქეების) უმრავლესობა საკუთარ თავს ფაქტიურად სოციალურ-ეკონომიკურ დევნილად (იძულებით გადაადგილებულ პირად) მიიჩნევს,რაც ვფიქრობ საკმაოდ დასაფიქრებელი საკითხია საქართველოს ხელისუფლებისა და პროფილური საზოგადოებრივი გაერთიანებებისთვისაც." მისი მოსაზრებით...
საქართველოსა და ლატვიას შორის ურთიერთობებისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის, ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისისმა ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  თეიმურაზ ჯანჯალია ლატვიის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი „სამი ვარსკვლავის ორდენით“ დააჯილდოვა.  დაჯილდოების შემდეგ, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს ელჩს შორის გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოსა...
საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში სტრასბურგთან ახლოს დაკრძალული ქართველი თანამემამულის იურისტის, მეცნიერის, საერთაშორისო სამართლის დარგის სპეციალისტის, ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტის, ევროპის ფედერალისტური მოძრაობის ცენტრალური კომიტეტის წევრის, ევროპული ფორმაციის ინტერნაციონალური ცენტრის ბიუროს ვიცე–პრეზიდენტის, სპორტსმენის, მთამსვლელის და  "აკადემიური პალმის" ჯილდოს კავალერის მისელ მუსხელის (მიხეილ მუსხელიშვილის)...
აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის წმ. გრიგოლ ხანძთელის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არსებული ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლი „იბერიელები“ პრეზიდენტის სასახლეს ესტუმრნენ, სადაც მათ საქართველოს პრეზიდნტმა უმასპინძლა.ანსამბლის შემადგენლობაში არიან ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბავშვები. ანსამბლის წევრებმა სასახლე დაათვალიერეს და პრეზიდენტთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/videos/980590112109262/
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით, გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით საქართველოში გაიმართება, ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიც „ახალგაზრდა ელჩები“ წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას. ასევე, შეხვდებიან...
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, მისმა მოადგილე კანტანიამ და ''აფხაზეთის ელჩმა'' იტალიაში, მაღალი რანგის, ოფიციალურ შეხვედრები გამართეს აპულიაში (იტალიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონი პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით) დელეგაციამ მოლაპარაკებები აწარმოა რეგიონის მთავრობის წევრებთან, ქალაქების მერებთან, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. რა გასაკვირია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო დელეგაციის წევრებმა, იტალიური მხარისგან აფხაზეთის...
იტალიის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ “ერთი წლის განმავლობაში გადაწყდება, ერთიანი ევროპა კიდევ იარსებებს თუ არა”. მისი განცხადებით, საკვანძო ფაქტორები იქნება 2019 წლის ევროპის არჩევნები და მოლაპარაკებები ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებით. მატეო სალვინი ანტი-საიმიგრაციო, ევროსკეპტიკური პარტია “ლიგის” ლიდერია. ამ პარტიამ ევროსკეპტიკურ პარტია “ხუთ ვარსკვლავთან” ერთად ჩამოაყალიბა იტალიის...
 საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით გუგული მაღრაძემ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, 26 ივნისს, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდში საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ საჯარო ლექცია გამართა. საჯარო ლექციას მოდერაციას უწევდა კარნეგის ფონდის ევრაზიისა და რუსეთის პროგრამების უფროსი მრჩეველი პოლ სტრონსკი. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ში ევროკავშირის დელეგაციის, რეგიონის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები სხვადასხვა...