,, მინდა, განსაკუთრებულად მივულოცო მარიამობა ჩვენს მოქალაქეებს ცხინვალსა და სოხუმში, განსაკუთრებული სითბოთი მინდა, მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი“, – ეს განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
ღვთისმსახურებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.