ეროვნული გმირის ორდენი – საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა. ამ ჯილდოს შემოღებიდან, 2004 წლიდან, მხოლოდ 18 ადამიანს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.
საქართველოს ეროვნული გმირები
ზვიად გამსახურდია – საქართველოს პირველი პრეზიდენტი.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი – საქართველოს არმიის პოლკოვნიკი, წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდგომ ჩამოაყალიბა პარტიზანული მოძრაობა შეფიცულთა რაზმი. 2013 წელს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.
ჟიული შარტავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს სეპარატისტებმა. ეროვნული გმირის წოდება 2004 წელს მიენიჭა.
ზაზა დამენია – საქართველოს არმიის კაპრალი, 2004 წლის 16 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან საკუთარი სხეულით გადაეფარა ხელყუმბარას, რითიც სანგარში სამხედროების სიცოცხლე გადაარჩინა. 2004 წლის 26 აგვისტოს დამენიას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს.
გენერალი გიორგი მაზნიაშვილი – საქართველოს არმიის გენერალი გიორგი მაზნიაშვილი საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ გადასახალებაში საფრანგეთში წავიდა, თუმცა ის კვლავ საქართველოში დაბრუნდა, სადაც ახალმა ხელისუფლებამ როგორც “მოღალატესა” და “სამშობლოს მტერს” არ მისცა სამუშაო და პენსია. 1937 წელს დაიჭირეს და დახვრიტეს მისი ვაჟი. მალევე გიორგი მაზნიაშვილიც დახვრიტეს, მისი საფლავი დღემდე უცნობია. 2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
გენერალი გიორგი კვინიტაძე – 1918-1921 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდალი. უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მან საქართველო დატოვა. ეროვნული გმირის წოდება 2013 წელს მიენიჭა.
კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია – 1922 წელს ბოლშევიკურმა მთავრობამ კათოლიკოს-პატრიარქი დააპატიმრა, მას რვა წით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 1924 წლის ბოლოს გამოცემული ამინისტიით კათოლიკოსს სასჯელი მოუხსნეს და გაანთავისუფლეს. მას ეკუთვნის პატიმრობის დროს წარმოთქმული სიტყვები: “ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!”. ის გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს და განისვენებს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში. 2013 წელს მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება.
ექვთიმე თაყაიშვილი – წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა. საქართველოს ეროვნული საგანძურის გადარჩენა სწორედ მის სახელს უკავშირდება. ეროვნული გმირის წოდება 2013 წელს მიენიჭა.
გრიგოლ ფერაძე – თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1921 წლის ოკუპაციის დროს ის სასწავლებლად ევროპაში იმყოფებოდა. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს, დევნილი ებრაელების შეფარებისთვის ფაშისტებმა 1942 წელს, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გაზით გაგუდეს. ეროვნული გმირის წოდება 2013 წელს მიანიჭეს.
ჯონ მაკკეინი – სენატორ ჯონ მაკკეინს საქართველოს გმირის წოდება 2010 წლის 11 იანვარს, მის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში საქართველოსთვის გამოჩენილი თანადგომისთვის მიანიჭეს.
მიხაკო წერეთელი – ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე მიხეილ (მიხაკო) წერეთელი გახლდათ მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში. ფილოლოგი, პუბლიცისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ეროვნული გმირის წოდება 2013 წელს მიანიჭეს.
მერაბ კოსატავა – საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.
ზურაბ იარაჯული – სამხედრო მფრინავი, 1993 წლის 13 ივლისს, რუსმა ოკუპანტებმა სოხუმთან ახლოს ჩამოაგდეს, მან კატაპულტირება მოასწრო, შემდეგ კი ტყვედ ჩაბარებას გმირული სიკვდილი არჩია. 2013 წელს მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება.
გიორგი ანწუხელიძე – 2008 წლის აგვისტოს ომის გმირი.
მარო მაყაშვილი – საქართველოს ეროვნული გმირი, მოწყალების და; დაიღუპა საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან.
ლეხ კაჩინსკი – პოლონეთის ექსპრეზიდენტი, საქართველოს გმირის წოდება მიენიჭა 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოსთვის გამოჩენილი თანადგომისთვის.
გურამ გაბესკირია – სოხუმის მერი, 1993 წლის 27 სექტემბერს უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე და ტყვედ იქნა აყვანილი. ტყვედ აყვანილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გურამ გაბესკირია, აფხაზმა ბოევიკებმა დახვრიტეს. ეროვნული გმირის წოდება 2017 წელს მიენიჭა.
მამია ალასანია – საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, 1992-93 წლებში იგი სპეციალური დავალებით, კონკრეტულად კი სამოქალაქო დაპირისპირების აღმოფხვრის მიზნით, გაგზავნეს სამეგრელოს რეგიონში. ის ომის უკანასკნელ დღეს, 1993 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ სოხუმში მოკლეს.