რამდენი მინისტრის მოადგილე მუშაობს საქართველოს მთავრობაში და ვინ არიან ისინი.

0
1712

 საქართველოს ახალ მთავრობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღანელობს 11 მინისტრი მუშაობს, მინისტრებიდან 3 ქალია ხოლო  8 მამაკაცი , მინისტრის მოადგილეების რაოდენობა კი 51 შეადგენს და 12 მათგანი ქალია.ყველაზე მეტი 7 მოადგილე – საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს ყავს რომელსაც 6-6 მოადგილით  ახლად დანიშნული მინისტრები –  ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულია მოყვებიან. 

  ზოგიერთ სამინისტროში პირველი მოადგილის შესახებ ინფორმაცია ჯერ- ჯერობით არ მოიპოვება , მაგალითად  საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ხუთი (5) მოადგილე ყავს, პირველი მოადგილის თანამდებობა კი ამ ეტაპზეც ვაკანტურია, მოადგილეები მოქმედ მინისტრს არ დაუნიშნავს და დავით დონდუა, გიორგი შარვაშიძე, ხათუნა თორთლაძე, ზვიად გონაძე და ვახტანგ მახარობლიშვილი უცვლელად ასრულებენ საკუთარ მოვალეობებს. 

 საქართველოს განათლების,მეცნიერების,კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის შვიდი (7) მოადგილედან, რომელთაგან ორი (2) ქალია, პირველ მოადგილედ საქართველოს კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი​ მიხეილ გიორგაძე არის დანიშნული , ხოლო მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური, თეიმურაზ მურღულია, ალექსანდრე თევზაძე, ლევან ხარატიშვილი, შალვა გოგოლაძე და ირინე აბულაძე არიან.

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სულ  4 მოადგილე ყავს, რომელთაგან ორი (2) ქალია, მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუაა, ხოლო მიხეილ დუდუა, თამილა ბარკალაია და მაია ლაგვილავა მინისტრის მოადგილეები არიან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ოთხი(4) მოადგილე ყავს და ოთხივე მამაკაცია, მიხეილ სარჯველაძე მინისტრის პირველი მოადგილეა, ხოლო გოჩა ლორთქიფანიძე, გიორგი პატარიძე და ზვიად მიხანაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილეები არიან.

 შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას 5 (ხუთი) მოადგილე ყავს, რომელთაგან 2(ორი) ქალი – ნინო ჯავახაძე და ნათია მეზვრიშვილი არიან, პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძეა, ხოლო ლევან მალანია და კახაბერ კაკავა მოადგილეების ფუნქციებს ასრულებენ.

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს მხოლოდ პირველი მოადგილე ყავს და ის ლაშა დარსალიაა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ოთხი(4) მოადგილიდან ერთი (1) ქალია და ის ამასთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილეა, ლელა ჩიქოვანი ამ საპასუხისმგებლო პოსტზე 2016 წლის აგვისტოდან მუშაობს, მინისტრის მოადგილეები არიან ასევე – ზაალ კაპანაძე, ნუკრი გელაშვლი და გიორგი ბუთხუზი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს ექვსი (6) მოადგილე ყავს, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილია, ხოლო ლაშა ხუციშვილი,გიორგი კაკაურიძე, ცოტნე ყავლაშვილი, ლერი ბარნაბიშვილი და  ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ გაგუა მინისტრის მოადგილეები არიან. 

  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასაც ექვსი (6) მოადგილე ყავს და ამასთან პირველი მოადგილის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ინფორმაციაში აღნიშნული არ არის, მინისტრის ექვსი მოადგილიდან სამი (3) ქალბატონია – ეკატერინე მიქაბაძე, ირმა ქავთარაძე და ნინო ენუქიძე, ხოლო გიორგი ჩერქეზიშვილი რომელიც, მოქმედი მინისტრის წინ მინისტრად დაახლოებით ერთი თვე მუშაობდა, გენადი არველაძესთან და გიორგი ჩიქოვანთან ერთად მინისტრის მოადგილეა.

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს 4(ოთხი) მოადგილე ყავს, მათ შორის 1(ერთი) ქალია: მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძეა ,მინისტრის მოადგილეები არიან ილია ბეგიაშვილი , გრიგოლ კაცია და მზია გიორგობიანი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს ხუთი (5) მოადგილე ყავს, მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძეა , ხოლო იური ნოზაძე, გიორგი ჩხეიძე, რევაზ ასათიანი და გიორგი ხანიშვილი არიან.