ორტუგალია ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, – ამის შესახებ პორტუგალიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„პორტუგალიის მთავრობა ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მკაცრად გმობს სირიის რეჟიმის გადაწყვეტილებას, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან – აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“, რაც არის საერთაშორისო სამართლისა და...
იხილეთ ინტერვიუ
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/991260567699917/?t=8
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას და მის ადვოკატს შეხვდა.შეხვედრას, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც, ესწრებოდა. დადუნაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ დავით დადუნაშვილს თვითონ ჰქონდა სურვილი, შეხვედროდა შინაგან საქმეთა მინისტრს და მიეღო პასუხები იმ კითხვებზე, რაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ გაუჩნდა.როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე მათ მიიღეს პასუხი...
ლონდონში ოკუპირებული აფხაზეთიდან ბრიტანეთში მყოფი პირებმა, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით დეფაქტო და ოკუპანტი ხელისუფლების სიმბოლიკით აქციის გამართვა სცადეს, რომელიც დიდ ბრიტანეთში მაცხოვრებელმა საქართველოს მოქალაქეებმა ჩაშალეს .
იხ ვიდეო :
https://www.facebook.com/david.zhvania/videos/10204882785704930/
საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციამ პოლიტიკური შინაარსი შეიძინა და ეს ვითარება არც გარდაცვლილის ოჯახისა და არც საზოგადოების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. მისი განცხადებით ხელისუფლების უმთავრესი მიზანია მართლმსაჯულება სათანადოდ აღსრულდეს და ყველა დამნაშავე დაისაჯოს.
რაც შეეხება თავად აქციის შეფასებას ზვიად კვაჭანტირაძის მოსაზრებით: ,, რუსთაველზე მიმდინარე აქციამ...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არსებობს ზაზა სარალიძის სიცოცხლის საფრთხე. უწყება სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს.
შსს-ს განცხადებით, მის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები.
"არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში...
გიორგი მარგველაშვილი - ჩემი მიზანია, საქართველო იყოს ისეთი ქვეყანა, რომელშიც მოქალაქეები პოულობენ სამართლიანობის განცდას
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს თბილისში, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამასთან ზაზა სარალიძესთან მივიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა მას.
პრეზიდენტმა ზაზა სარალიძესთან პირისპირ შეხვედრა მოითხოვა, რომელიც
ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
გიორგი მარგველაშვილმა ზაზა სარალიძისაგან საქმესთან...
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხორავაზე მოკლული დავით სარალიძის მამას პასუხობს. წულუკიანის განცხადებით, მოზარდების საქმის გამოძიება „ქუჩაში არ ხდება“:
„დღეს ყველამ გავიგონეთ ბატონი ზაზა სარალიძის მოწოდება, რომ ყველანი დადექით ჩემს გვერდითო.
მინდა მას პირველად ვუპასუხო: ბატონო, ზაზა, მეც, შოთაძეც და ყველანი ვდგავართ თქვენს გვერდით. შესაბამისად, გამოდი, შემხვდი ქუჩაში და აქ გამოვიძიოთ...
დღეს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებით მტკივნეულ საქმესთან დაკავშრებით, რომელიც ორი არასრულწლოვნის მკვლელობას ეხება.
სასამართლოს განაჩენის შინაარსის გათვალისწინებით, კერძოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ განსასჯელთან მიმართებით დადგინდა დასრულებული დანაშაული, ხოლო მეორის მიმართ - მხოლოდ მცდელობა, გაჩნდა კითხვები საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით.
გვესმის, რომ სასამართლოში გრძელდება ამ საქმის განხილვა, თუმცა, გამომდინარე...
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა, საპროტესტო აქციები დაანონოსა. ზაზა სარალიძე მოსამართლის განაჩენს არ ეთანხმება.
ზაზა სარალიძემ საზოგადოებას აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდა.
"მთელ საქართველოს გთხოვთ, გემუდარებით, შემომიერთდით. ჩემი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები. შოთაძის სისტემა უნდა მოისპოს,"-აცხადებს...