მისასალმებელია საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძე ხედვები მცირე მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით.-აცხადებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწოფო მინისტრი ყოფილი პირველი მოადგილე და პ/გ ,,ქართული ოცნების” დიასპორის და მიგრაციის საკითხების პროგრამის ერთ-ერთი ავტორი, ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ზაალ სარაჯიშვილი და ახალ მთავრობას საკუთარ ხედვას სთავაზობს: ,, ვიზალიბერალიზიის პროცესის გამოწვებების ფონზე, საინტერესო მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს მცირე მთავრობაში მიგრაციისა და დიასპორის საკითხები.წარმოდგენილი მცირე მთავრობის სტუქტურაში მიგრაციისა და დიასპორის საკითხები ფუნქციონალურად ვფიქრობ მიზანშეწონილია გადანაწილდეს შემდეგი სახით: შრომითი მიგრაციის საკითხებში მთავარ სახელმწიფო სტრუქტურა – ჯანდაცვის სამინისტრო უნდა გახდეს, რომელიც ასევე იქნება ევროპაში საქართველოს მოქალაქეების დროებით ლეგალურად დასაქმების მხარდამჭერი და ამ მხრივ პოლიტიკის განმსაძღვრელი, რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების რეინტეგრაციის საკითხებს, ზაალ სარაჯიშვილის ხედვით ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონპეტენცია უნდა გახდეს რომელიც ამ საკითხში ასევე განახორციელებს მუნიციპალიტეტების საქმიანობის კოორდინაციას. ქართულ დიასპორაში განათლების საკითხებში მთავარ სახელმწიფო სტრუქტურა – ახალი განათლების სამინისტროს უნდა დაეკისროს კოორდინაცია რომლსაც დაევალება საკვირაო სკოლებისა და დისტანციური სწავლების მხარდამჭერა. რაც შეეხება ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობას ეს ფუნქცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ზრუნვის საგანი უნდა იყოს”.