ახალი პრემიერი ახალ კადრებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს შორის ეძებს

0
12146

ტელეკომპანია იმედი ცნობით ახალ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კადრებს ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ეძებენ. მცირე მთავრობის კონცეფციაზე განცხადებები საკანონმდებლო ორგანოში გაკეთა, სადაც სესია პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა.

უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ მამუკა ბახტაძე მოლაპარაკებებს აწარმოებს საზღვარგარეთ მცხოვრებ კადრებთან. თალაკვაძე აცხადებს, რომ შეიძლება ისინი მინისტრთა ახალ კაბინეტში ვიხილოთ.

უმრავლესობის წევრები დღეს აცხადებდნენ, რომ მინისტრთა კაბინეტი პროფესიონალებით უნდა დაკომპლექტდეს და მნიშვნელობა არ აქვს ისინი ახალი სახეები იქნებიან თუ ისინი, რომლებიც წლების განმავლობაში უკვე იკავებდნენ თანამდებობას.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ კონსულტაციები ადასტურებს, რომ ქართულ ოცნებას საქართველოში პროფესიონალი კადრები აღარ ჰყავს. ევროპული საქართველოს წევრის სერგო რატიანის განცხადებით, უწყებების შემცირებას ემხრობა, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ცვლილების ეფექტურობის არ სჯერა. ჭიაბერაშვილის თქმით კი, პრემიერმინისტრის მხრიდან რიცხვებით ჟონგლიორობა ნიშნავს, რომ “მთავრობა წელს საკუთარი ჯიბიდან არაფერს მოიკლებს”.მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალ სტრუქტურა 26 ივნისს წარადგინა.