2025 წლის 5 ივნისს, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა ქ. ბარსელონაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ქ. ბარსელონას ვიცე მერთან, მარია ეუხენია გაი როსეიოსთან - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი...
საბერძნეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად 3 ივნისს ათენის ბიზანტიისა და ქრისტიანულ მუზეუმში ოფიციალური მიღება გამართა. საელჩოს ინფორმაციით, საბერძნეთში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ლევან ბერიძემ ისაუბრა სხვადასხვა სფეროში საქართველოს...
საბერძნეთთან ლეგალური დასაქმების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად მზად არის -ამის შესახებ განცხადება დღეს საბერძნეთში ემიგრანტების უფლედამცველი და დოკუმენტების სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი აცხადებს: ,,მაქვს ძალიან პოზიტიური და დამაიმედებელი ახალი დადასტურებული ინფორმაცია. საქართველოს მთავრობამ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი ემიგრანტებისთვის ძალიან სასარგებლო , დიდი ბენეფიტის მომტანი...
ქ. რომში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშემ, ვლადიმერ ბორცვაძემ შეხვედრა გამართეს იტალიის რესპუბლიკის ტრასპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში - მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული საკითხის მნიშვნელობას, რაც იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს...
,,მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს, პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას, რა ესაქმება 150-კაციან აქციებზე 5-6 უცხოელ მოქალაქეს, ამაზე უნდა გასცეს პასუხი შესაბამისმა სახელმწიფომ- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მაგალითად, პოლონეთის სტატისტიკა რომ ავიღოთ, საქართველოს დაახლოებით 750 მოქალაქეს ეთქვა უარი პოლონეთში შესვლაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში ჟურნალისტიკის...
ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ, ისედაც მცირერიცხოვანმა ერმა ჩვენს დიასპორას განსაკუთრებული ყურადღება არ დავუთმოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდობას და ახალგაზრდების მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას სამშობლოსთან.
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ მშვიდობიან, ერთიან და წარმატებულ, ძლიერ ქვეყანაში ცხოვრებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.ბოჭორიშვილის თქმით, ეს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რომელიც ქვეყანამ მოიპოვა, შესანარჩუნებელია.„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ნამდვილად უმნიშვნელოვანესია. ყველას...
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქართული კულტურის დღეები გაიმართა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში. ღონისძიება პოლონეთში ქართული დიასპორის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც დამთვალიერებლის წინაშე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ქართული პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები. კულტურის დღეებზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობები. ღონისძიება...
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემიის (Academia de la Diplomacia) მიერ საქართველოს შესახებ ჟურნალის ექსკლუზიური გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც პირველად გამოიცა ესპანურ ენაზე და სრულად დაეთმო საქართველოს. ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემია ერთ-ერთი ყველაზე...
14 მაისი 2025 პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 87 ხმით მიიღო „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით, ცვლილებებით, დიპლომატიური თანამდებობის პირისთვის და ადმინისტრაციული პერსონალისთვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა იზრდება არა უმეტეს ერთ წლამდე ვადით. მისი თქმით, ტექნიკური...