„მხოლოდ რიცხვებით ბედნიერი ვერავინ იქნება. მხოლოდ ის, რომ დღეს ჩვენს  მოქალაქეებს ციფრები დავუსახელოთ, რამდენით გაიზარდა ეკონომიკა, არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკა არ იქნება ინკლუზიური,  თუ ამ ეკონომიკურ ზრდაში უკეთესობას თითოეული მოქალაქე არ გრძნობს,  თუ ამ ეკონომიკურ ზრდაში ყველა არ იღებს მონაწილეობას და აქ ნამდვილად არის ჩვენი გუნდი გამოწვევის წინაშე. ერთი...
ავსტრალიაში, ქ. მელბურნში (ვიქტორიის შტატი) საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიქტორიის შტატის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და ქ. მელბურნში მცხოვრები თანამემამულეები. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ, რომელმაც ქ. მელბურნში საქართველოს საპატიო კონსული, პიტერ მაკმალენი წარადგინა. საღამო მუსიკალურად გააფორმა ქ. მელბურნში არსებულმა ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლმა...
 ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო.პრემიერმა პატივი მიაგო ქართული წარმოშობის ამერიკელი გენერლის ხსოვნას. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი იყო. მას ეს თანამდებობა პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს, 1993-1997 წლებში...
  სტრასბურგის ცენტრში სროლის გამო, საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ყველა პირს, რომელსაც ესაჭიროება დახმარება, შეუძლია, დაუკავშირდეს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460. „სტრასბურგის ცენტრში (საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე) მომხდარი სროლის გათვალისწინებით, საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ქალაქ სტრასბურგში მყოფ პირებს, დარჩნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე. თავი შეიკავონ...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ათენიდან ჩარტერული რეისით საქართველოში ჩასვლა 171 მგზავრმა შეძლო . „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩასულმა მგზავრებმა ქუთაისის აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ, ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციაში დავით ჯალაღანიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა...
ელჩმა რან გიდორმა საქართველოში ებრაული სათვისტომოს მხარდაჭერისთვის ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. „ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ვარ დღეს ბატონი ბიძინას და მისი მეუღლის სტუმარი. თბილისში 3 კვირის წინ ჩამოვედი ისრაელის ახალი ელჩის სტატუსით. ძალიან მინდოდა, პირადად მომეხსენებინა მადლობა თქვენთვის, როგორც ისრაელის დიდი მეგობრისთვის. ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, თქვენ სტუმრობდით ისრაელს. იმედი...
საკონსულო აღრიცხვაზე მოკლე პერიოდში საქართველოს შვიდი ათასამდე მოქალაქე დადგა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მზარდი ინტერესია. „საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს მოვუწოდებდით, საკონსულო აღრიცხვაზე დამდგარიყვნენ, რაც მათი საარჩევნო უფლების რეალიზების წინაპირობაა. საკმაოდ მოკლე პერიოდში,  საარჩევნო მიზნით, საკონსულო აღრიცხვაზე დაახლოებით საქართველოს შვიდი...
საკონტაქტო საელჩო ხდება. საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იან წლების დასწყისში დაარსდა, როგორც ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა. საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი აცხადებს, რომ მათი პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ძალიან მაღალ სოციალური მხარდაჭერას. საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იან წლების დასწყისში დაარსდა, როგორც ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის...
2020 წლის 20 სექტემბერს საბერძნეთის დედაქალაქში საქართველოს ელჩი დავით დონდუა საბერძნეთში ქართული წარმოშობის ბიზნესვუმენს და ხელოვანს მაია სააკაძეს და მის მაღაზია-სახელოსნოს MaiaArt-ს ეწვია. აღსანიშნავია რომ ქართველ ხელოვანს სახელოსნოს და მაღაზიის გახსნისთვის საბერძნეთის სახელმწიფომ ფინანსური გრანტი გამოუყო, რისი საშუალებითაც მაია სააკაძემ მოახერხა და...