საკონტაქტო საელჩო ხდება. საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იან წლების დასწყისში დაარსდა, როგორც ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა.
საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი აცხადებს, რომ მათი პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ძალიან მაღალ სოციალური მხარდაჭერას.
საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იან წლების დასწყისში დაარსდა, როგორც ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა.
საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი აცხადებს, რომ მათი პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ძალიან მაღალ სოციალური მხარდაჭერას.
ვმუშაობთ, რომ წამოვწიოთ საქართველოს უნარები, რათა ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდეს, – ამის შესახებ საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოში ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა განაცხადა ღონისძიებაზე, სადაც აღინიშნა, რომ პოლონეთის საელჩო ნატო-სა და საქართველოს შორის საკონტაქტო დიპლომატიური უწყება ხდება.
„გვინდა, საქართველოს დახმარება გავუწიოთ, რათა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ძალიან ვაფასებთ თქვენი ქვეყნის ჩართულობას ნატო-ს საქმიანობაში მსოფლიო მასშტაბით – იქნება ეს ავღანეთი თუ ერაყი. ჩვენი მხრივ, ვაზიარებთ სამხედრო გამოცდილებასაც, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტითაა გაწერილი. ვმუშაობთ იმისათვის, რომ წამოვწიოთ საქართველოს უნარები, რათა ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდეს. რაც შეეხება ჩვენი საელჩოს ახალ სტატუსსა და საქმიანობას, არ ვაპირებთ შევეჯიბროთ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს, საკონტაქტო საელჩო მეტწილად გულისხმობს სახალხო დიპლომატიაზე გათვლილ ღონისძიებებს. მიზანი კი ის არის, რომ ნატო-ს პოპულარიზება გავუწიოთ, განვიხილოთ სტრატეგიები და ვიკონტაქტოთ არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან“, – აღნიშნა საქართველოში პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა.
ნატო-ს საკონტაქტო საელჩო პრაქტიკული და ხელშემწყობი ორგანოა ნატო-ს ალიანსსა და მესამე ქვეყნებს შორის ორმხრივი კონტაქტებისა და ურთიერთთანამშრომლობის დასამყარებლად. მისი ძირითადი მიზანია საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნების განხორციელება საჯარო დიპლომატიის გამოყენებით. ნატო-ს საკონტაქტო საელჩო არა მხოლოდ მხარს უჭერს მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, არამედ ასევე საქართველოს მოქალაქეებს ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში, რასაც ახორციელებს საინფორმაციო შეხვედრების, პოლიტიკური დისკუსიების, სტუდენტური ვიზიტების და მიმდინარე თემებზე ბრიფინგების ორგანიზებით.
„ალიანსის პარტნიორების ასეთი ფორმით მხარდაჭერა მოცემული ქვეყნისთვის განსაკუთრებული ჩართულობის გამომხატველია. ვამაყობ იმით, რომ თბილისში პოლონეთის საელჩოს დაეკისრა ასეთი პრესტიჟული და საპასუხისმგებლო ფუნქცია. წლების განმავლობაში პოლონეთი საქართველოს დიდი და ერთგული მეგობარი იყო და მისი მუდმივი ადვოკატი საერთაშორისო ფორუმებზე, ამიტომაც კმაყოფილი ვართ, რომ მორიგი შესაძლებლობა მოგვეცა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. ვეცდებით, პროექტების განხორციელებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ძალიან მაღალ სოციალური მხარდაჭერას“, – განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა.