იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ორ პირთან ერთად ავტობუსის გაჩერებაზე იმყოფებოდა, პოლიციის ყურადღება მიიქცია. სამართალდამცველების მიახლოებისთანავე მამაკაცი გაქცევას შეეცადა, თუმცა პოლიციელებმა მისი დაკავება შეძლეს. ჩხრეკის შედეგად მას ცეცხლსასროლი იარაღი და 25 ვაზნა აღმოაჩნდა. საქართველოს მოქალაქე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.