საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში სიახლეებს ითვალისწინებს. ცვლილებების ავტორი იუსტიციის სამინისტროა. კანონპროექტზე მუშაობაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი არალეგალური მიგრაციის პრევენციის...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. როგორც ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დარჩება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი. მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების თანახმად  მიგრაციის საკითხები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს გაუქმების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონპეტენციაში...
შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N1 სამმართველოს (ბათუმი) N3 სასაზღვრო სექტორის (გორგაძეთი) დასაცავ მონაკვეთზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შრი-ლანკის რვა  მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების...
  ემიგრაციაში წასვლის ძირითად მიზეზად ზვიად კვაჭანტირაძეს ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები მიაჩნია, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პრემიერ-მინისტრის დამტკიცებისას პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა. მისი განცხადებით:,,იმედის მომცემია დიასპორის მიმართ პრემიერ მინისტრის განწყობა, მით უმეტეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ,როგორც მინინუმ, მილიონ ნახევარ ადამიანზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ საქართველო სხვადასხვა მიზეზით. რიგ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრის ორი მოადგილე – გიორგი შარვაშიძე და ზვიად გონაძე – თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. მათ ნაცვლად, დავით ზალკალიანის მოადგილეებად მიხეილ ნინუა და ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაინიშნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ხვთისიაშვილი კარიერული დიპლომატია. მინისტრის მოადგილედ წარდგენამდე, 2015 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა....
  სტრასბურგის ცენტრში სროლის გამო, საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ყველა პირს, რომელსაც ესაჭიროება დახმარება, შეუძლია, დაუკავშირდეს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460. „სტრასბურგის ცენტრში (საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე) მომხდარი სროლის გათვალისწინებით, საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ქალაქ სტრასბურგში მყოფ პირებს, დარჩნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე. თავი შეიკავონ...
საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში კიდევ ხუთი პოზიციით დაწინაურდა. საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ის ინფორმაციით, საქართველო მსოფლიოში 48-ე ადგილზეა.წინა ანგარიშის მიხედვით, საქართველო 53-ე პოზიციას იკავებდა, უფრო ადრე კი, 68-ე ადგილს. ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 112 ქვეყანაში შეუძლიათ.Henley&Partners-ის რეიტინგში პირველობას იაპონია და სინგაპური ინაწილებენ, რომელთა მოქალაქეებს მოგზაურობა გამარტივებული პროცედურებით...
სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის დიასპორის მინისრტთან ერთად იერუსალიმში საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა . ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას ისრაელის დიასპორის მინისტრ ციპი ხოტოველთან ერთად, რომლის მშობლებიც საქართველოში დაბადებულები არიან იერუსალიმის მერი მოშე ლიონი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა საკონსულოს ახალი ოფისის გახსნისას აღნიშნა, ნიშანდობლივია, რომ ოფისის გახსნა ხდება იმ დროს, როცა...
2025 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძე და საელჩოს პოლიციის ატაშე, შოთა ხურციძე, საბერძნეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ, სალამინას ისტორიული ბრძოლის თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ . როგორც საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო იტყობინება საქართველოს ელჩმა, საბერძნეთის პარლამენტის წინ მდებარე...
საკონსულო აღრიცხვაზე მოკლე პერიოდში საქართველოს შვიდი ათასამდე მოქალაქე დადგა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მზარდი ინტერესია. „საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს მოვუწოდებდით, საკონსულო აღრიცხვაზე დამდგარიყვნენ, რაც მათი საარჩევნო უფლების რეალიზების წინაპირობაა. საკმაოდ მოკლე პერიოდში,  საარჩევნო მიზნით, საკონსულო აღრიცხვაზე დაახლოებით საქართველოს შვიდი...