ქ. თესალონიკში COVID-19 შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით დაინფიცირდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ნაწილიც მკურნალობას გადის თესალონიკის საუნივერსიტეტო კლინიკა AHEPA-ში.ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე ეწვია ზემოხსენებულ კლინიკას და შეხვედრა გამართა მკურნალ ექიმთან თეოფილოს ხრისანტიდისთან. ექიმისგან მიიღო ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ კლინიკის წარმომადგენლები მუდმივ...
სარფის სასაზღვრო-გამტარი პუნქტის თურქულ მონაკვეთზე, ქვეითად მოსიარულე პირთათვის ახალი დერეფნის გახსნასთან და კომპიუტერული სისტემების გადატანასთან დაკავშირებით, 2019 წლის 31 იანვარს, ხუთშაბათს, თბილისის დროით 11:00-19:00 საათზე (თურქეთის დროით 10:00-18:00) საზღვარზე მგზავრთა და ა/მანქანების გატარება ორივე მიმართულებით დროებით შეჩერდება.
მგზავრთა ახალი დერეფნის გახსნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების ოპერატიულად გატარებას.-...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არსებობს ზაზა სარალიძის სიცოცხლის საფრთხე. უწყება სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს.
შსს-ს განცხადებით, მის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები.
"არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში...
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრის ორი მოადგილე – გიორგი შარვაშიძე და ზვიად გონაძე – თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.
მათ ნაცვლად, დავით ზალკალიანის მოადგილეებად მიხეილ ნინუა და ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაინიშნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ხვთისიაშვილი კარიერული დიპლომატია. მინისტრის მოადგილედ წარდგენამდე, 2015 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა....
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ცერემონიის ფარგლებში პრეზიდენტთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
„მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მქონდა პატივი, გადამეცა რწმუნებათა...
დიასპორა უნდა იყოს მთავრობის და ზოგადად მთელი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი. ახალი პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო ათწლეულებში არსებულმა ეკონომიკურმა სიტუაციამ აიძულა ბევრი ადამიანი, რომ საზღვარგარეთ წასულიყო.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში მოვახდინოთ უკეთესი ინტეგრირება ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების. მე აქ ძალიან ბევრ შესაძლებლობებს ვხედავ. ჩვენ გვაქვს ინიციატივა სასტარტო კაპიტალისა და საბანკო-საკრედიტო დაზღვევის...
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ხორვატიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრაზე (Constituency Meeting) ,,თანამედროვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით, ბლოკჩეინის ტექნოლოგია, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო შევამციროთ ხარჯები საჯარო სექტორში და გავხადოთ სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის"
დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობები და არსებული გამოწვევებია. „შეხვედრაზე...






























