ბარსელონას "წმიდა ნინოს" სახელობის სამრევლოსთან არსებული "წმიდა გიორგის" სახელობის ქართული მართლმადიდებლური ასოციაციისა და სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ქართული კულტურის საღამო "მე, შენ და საქართველო". კონცერტში მონაწილეობდნენ აღნიშნულ ცენტრთან არსებული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. კონცერტის ბოლოს მოხდა ახალგაზრდა წარმატებული ემიგრანტების დასაჩუქრება. კონცერტს სხვა სტუმრებთან ერთად დაესწრნენ ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს...
19 მაისს ათენში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე რომელიც ადგილობრივი დიასპორული ორგანიზაციის სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის ძალისხმევით მოეწყო ძირითადად წარმოდგენილია 1918-1921 წწ.-ს ისტორიული მოვლენების ფოტოები. გამოფენა გახსნის დღესვე  მოინახულეს საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგენგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა  და ათენში მცხოვრებმა თანამემამულეებმა. საქართველოს პირველი დემოკრატიული...
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის,საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებით უფლებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ შესაძლებლობა-შეღავათებს მოქმედების ვადა უახლოეს პერიოდში ეწურება.დისაპორის კომიტეტის თავმჯდომარეს განცხადების თანახმად  კონსულტაციები შესაბამის სამთავრობო უწყებებთან გაიმართა და ვადის გადაწევის საკითხი შეთანხმებულია. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებით უფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი შესაძლებლობები 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. კერძოდ, ეს საქართველოს...
ბერძნულ-ქართული ფორუმი კუნძულ კერკირაზე (საბერძნეთი),  2018 წლის 1 დეკემბერს, 20:00 საათზე, კ. კერკირას დედაქალაქში „ბერძნულ-ქართული კულტურათა III დიალოგის“ („3ο Αντάμωμα Πολιτισμών Ελλάδας - Γεωργίας στην Κέρκυρα“) ფარგლებში, ქ. კერკირას მუნიციპალიტეტის 800-კაციან თეატრის დარბაზში (Δημοτικό Θέατρο της Κέρκυρας) გაიმართება საზეიმო საქველმოქმედო კონცერტი, „სინიელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაციის“, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“...
ranker.com არის ცნობილი ვებ გვერდი, რომელიც მომხმარებლის მიერ შედგენილ რეიტინგებს აქვეყნებს. აღნიშნულ პორტალს 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების სიაში, ყველა დროის საუკეთესო მწერალი, შოთა რუსთაველი 23-ე ადგილს იკავებს
 უკრაინაში ქართული კულტურის ზეიმი მოეწყო. კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ადამიანებისთვის საღამოს კულმინაცია ქართული ნაციონალური ბალეტის სცენაზე გამოჩენა გახდა. სუხიშვილების გამოჩენას უკრაინელი მაყურებელი დილიდან ელოდა. ქართული კულტურის გაცნობა და შეყვარება - ეს არის მიზეზი, რის გამოც კიევში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. იდეის ავტორი და ორგანიზატორი უკრაინაში ქართული დიასპორის პრეზიდენტი,...
ქართველმა ბიზნესმენმა თავის პარტნოირებთან ერთად გერმანული MHB ბანკი იყიდა.საუბარია ქართველების მიერ დაფუძნებული ფინტექ კომპანია Raisin-ზე.Raisin-ი 2013 წლიდან გერმანიაშია ბაზირებული. კომპანია მომხმარებლისთვის აგვარებს ძალიან მარტივ პრობლემას - საბანკო დეპოზიტის შეძენით დაინტერესებული ადამიანისთვის ძალიან რთულია გადაწყვიტოს, რომელი სადეპოზიტო პროდუქტი აირჩიოს მაშინ, როცა პირობები ყველა ბანკს განსხვავებული აქვს. პლატფომა საშუალებას იძლევა მარტივი...
დღეს, ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთორმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ლევან გორგაძემ, ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა. ტოჩინოშინის მეტოქე 40-გზის ჩემპიონი იოკუძუნა ჰაკუჰო იყო, რომელთანაც ქართველს შეხვედრებში უარყოფითი ბალანსი 0:25-ზე ჰქონდა. ლევან გორგაძეს 12 შეხვედრის შემდეგ ბალანსი 12:0-ზე აქვს და მთავარი კანდიდატია იმპერატორის თასის მოგების. სხვა ლიდერთა სია ასე გამოიყურება: იოკუძუნა კაკარიუ -...
გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის (BAMF) სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მაისში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა შემცირდა. BAMF-ის სტატისტიკით, თუ 2018 წლის აპრილში გერმანიაში ლტოლვილის სტატუსი 700-მდე ქართველმა მოითხოვა, მაისში ეს რიცხვი 176-მდე შემცირდა. მთლიანად კი 2018 წლის იანვარ-მაისის სტატისტიკით, BAMF-ის ინფორმაციით 5 თვეში ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 2 263-მა...
„გამოგიტყდებით და ურთულესი იყო ამ საოცრად ნაზ და ფაფუკ ქსოვილზე მუშაობა, მაგრამ ამასაც გავართვი თავი… ემოციების პიკზე ვარ. ერთი წლის წინ ამაზე ვერც ვიოცნებებდი… “ — წერს სოციალურ ქსელში ქართველი დიზაინერი თეო ოთარაშვილი, რომელმაც ამ ნაზი და ფაფუკი ქსოვილით ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის სელენა გომესის კაბა შექმნა. თეო ოცნებების ასასრულებლად ნიუ-იორკს...