იტალიაში, ქალაქ ბარისთან სან ანტონიოს დასახლებაში გუშინ ღამით ადგილობრივი პოლიციის მიერ ნაპოვნი ცხედარი როგორც baritoday-ი წერდა დადასტურდა რომ ნამდვილად 31 წლის საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნოდა. გუშინვე ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებულები. დღეს ცნობილი გახდა ასევე რომ გარდაცვლილი 31 წლის მამაკაცი ნამდვილად საქართველოს მოქალაქე გიორგი ფ-ძეა და ის იმერეთიდანაა.