ბარსელონაში ქართული კულტურის საღამო ჩატარდა

0
1209

ბარსელონას “წმიდა ნინოს” სახელობის სამრევლოსთან არსებული “წმიდა გიორგის” სახელობის ქართული მართლმადიდებლური ასოციაციისა და სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ქართული კულტურის საღამო “მე, შენ და საქართველო”.
კონცერტში მონაწილეობდნენ აღნიშნულ ცენტრთან არსებული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები.
კონცერტის ბოლოს მოხდა ახალგაზრდა წარმატებული ემიგრანტების დასაჩუქრება.
კონცერტს სხვა სტუმრებთან ერთად დაესწრნენ ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები და
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიაპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე.