ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. კერძოდ, ნიუ იორკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე ყველა წარდგენილ ბრალდებაში ცნეს დამნაშავედ. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
მოსამართლე გადაწყვეტილებას თუ რამდენი წელი მოუწევს ხურციძეს პატიმრობა მიმდინარე წლის 21 სექტემბერს გამოაცხადებს.
საქმის არსებითი განხილვა ავთანდილ ხურციძის დაპატიმრებიდან ერთი წლის თავზე დაიწყო. ქართველ მოკრივეს საქმის მთავარ ფიგურანტთან, ე.წ. კანონიერ ქურდთან რაჟდენ შულაიასთან ერთად ასამართლებდნენ.
შეგახსენებთ, ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, აშშ-ში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით გასული წლის 8 ივნისს დააკავეს.
წყარო : https://www.rferl.org/a/us-convicts-two-ex-soviet-organized-gang-members-racketeering-charges-shulaya-khurtsidze/29305642.html