ლუკა ჩიქოვანი თბილისში დაიბადა, იგი იტალიაში საცხოვრებლად დედასთან ერთად ექვსი წლისა გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და საქმიანობს. ლუკა ევროპაში საკმაოდ ცნობილი მომღერალია, რომლის კლიპები სოციალური ქსელების მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. იხილეთ ინტერვიუ: https://www.facebook.com/1stchannel/videos/1981559142173236/?t=297  
ჟურნალისტი ზურაბ შარია საკუთარ ფეისბუქგვერდზე დიდი ხნის წინ ემიგრაციაში წასულ მამას, მსახიობ ნუგზარ  შარიას ოსკარების ჟიურის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. “იმდენად, რამდენადაც, ” ჟურნალისტებს”, პოლიტიკური სკანდალის გარდა, აღარაფერი აინტერესებთ და იოლი გზა ნახეს რეიტინგისთვის, მე გამცნობთ, რომ ა.წ. 5 იანვარს, ლოს ანჟელესში, ოსკარების ჟიურის შეკრებაზე,...
ბოლო მონაცემებით საქართველოს საზღვრებს გარეთ მლნ 700 000 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე გადაადგილდა და მათმა უმრავლესობამ ადგილსამყოფელი ქვეყნის ენა სამშობლოს დატოვების დროს არ იცოდა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მცხოვრების ჩვენი თანამემამულისაგან ხშირად გაიგებ ფრაზას რომ:,,ყოველ ჯერზე, როდესაც უცხოელს უნდა დაველაპარაკო  უხერხულობას ვგრძნობ, ვნერვიულობ, მავიწყდება ყველაზე მარტივი სიტყვები და ძლივს ვახერხებ რამდენიმე წინადადების...
2018 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთასამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც  მშობლიური ენისსწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.- ნათქვამია საგარეოს საქმეთა უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში .  მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც ისაუბრებს ქართულ დიასპორაზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარ  პრიორიტეტზე . მინისტრი ასევე ყურადღებას გაამახვილებს ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის საკვირაო სკოლების საქმიანობის მნიშვნელობაზე. ღონისძიებაზე სიტყვით ასევე წარსდგებიან საქართველოს...
რადიო თავისუფლებიც ცნობით საფრანგეთის ქალაქ ნანსის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა აპრილში დაკავებულ 4 ქართველ „კანონიერ ქურდს.“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნანსის სასამართლოში 15 ივნისს დასრულდა სასამართლო პროცესი და „კანონიერ ქურდებს“ კ. შ-ს, ზ. ე-სა...
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის საძირკველია. ახალგაზრდებში სახელწიფოებრივი თვითშეგნების ჩამოსაყალიბებლად და ასამაღლებლად აუცილებელია, მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ პირველი რესპუბლიკის შესახებ, რომლის პირდაპირი სამართალმემკვიდრეა დღევანდელი საქართველო.2017 წლის 26 მაისს მეასე წლის ათვლა დაიწყება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ამ საიუბილეო წლის განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ პირველი რესპუბლიკის თემატიკასთან დაკავშირებით სახვადასხვა მრავალფეროვან აქტივობებს, მათ...
საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზვიად კვაჭაბტირაძის მიმართვა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების მიღების თაობაზე. მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა მინდა მივმართო ქართულ ემიგრაციას, რომელიც ახლა გულდასმით გვადევნებს თვალს, ვინაიდან ისინი მოუთმენლად ელოდებოდნენ პარლამენტის მიერ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების მიღებას. მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ...
ათენში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს და არჩევნებში მონაწილეობის მსურველ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ საკონსულო რეგისტრაციაზე დადგნენ და მიიღონ არჩვენეში მონაწილეობის უფლება, რისთვისაც ისინი სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს დახმარებას სთავაზობენ. საინიციატივო ჯგუფის სახელით საჯარო განცხადებაც გავრცელდა:,, როგორც მოგეხსენებათ 28 ოქტომბერს ტარდება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები....
საფრანგეთის დედაქალაქში ქართული თეატრის დღეს, 2019 წლის 14 იანვარს, ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის თეატრალური დასი და პარიზში არსებული ქართული თეატრალური ასოციაცია "TAM'ART" წარმოგიდგენთ ერთობლივ სპექტაკლს "დაარქვი, რაც გინდა". სპექტაკლი გაიმართება შემდეგ მისამართზე: Théâtre "Darius Milhaud" 84 Allée Darius Milhaud 75019 Paris
 იტალიაში ქ. ბარიში  ასოციაცია A.I.S. ბაზაზე მისი ხელმძღვანელის ნინა რურუას თაოსნობით ქართული ჟურნალი "აისი" დაარსდა.    ჟურნალ ,,აისი" -ს პირველი ნომერი ადგილობრივმა ქართველმა მკითხველმა უკვე იხილა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ქართულენოვანი ჟურნალი ,,აისი" ქართველი მკითხველისთვის  თვე ერთხელ გმოვა და მასში  არაერთ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ამოიკითხავს, განსაკუთრებით კი უცხოეთში მაცხოვრებელი ჩვენი...