მოსკოვში ნანი ბრეგვაძის საიუბილეო სოლო კონცერტი გაიმართა.

0
1847

5 ივნისს, მოსკოვში ნანი ბრეგვაძის საიუბილეო სოლო კონცერტი გაიმართა. მან თავისი ცნობილი ჰიტები მოსკოვის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულა, რომელსაც ნიკა რაჭველი დირიჟორობდა. როგორც რუსული მედია იუწყება, ნანი ბრეგვაძესთან ერთად სცენაზე იდგნენ, მისი ქალიშვილი ეკა მამალაძე, შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე და რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე.

შეგახსენებთ, ქართველი მომღერლის კონცერტი მოსკოვში 28 მარტს იყო დაგეგმილი, რასაც  ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. საბოლოოდ კონცერტი გადაიდო, რის ოფიციალურ მიზეზადაც ნანი ბრეგვაძის ავადმყოფობა დასახელდა.