იტალიელებმა მეტი უნდა იმუშაონ – ჯან კლოდ იუნკერის პასუხი იტალიელ პოლიტიკოსებს

0
2090

იტალიას მეტი მუშაობა და ნაკლები კორუფცია სჭირდება – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა. ჟან კლოდ იუნკერის თქმით, ევროკავშირის მიმართ ბრალდებების ნაცვლად, იტალიელებმა სამხრეთის ღარიბ რეგიონებში ვითარების გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნონ.

„ძალიან მიყვარს იტალია, მაგრამ ვეღარ მივიღებ ბრალდებას, რომ იტალიის სამხრეთში არსებული მდგომარეობა ევროკავშირის არასაკმარისი დახმარების ბრალია. იტალიელებმა ღარიბ რეგიონებს უნდა მიხედონ, ეს ნიშნავს მეტ მუშაობას, ნაკლებ კორუფციას, სერიოზულობას. ჩვენ მათ დავეხმარებით, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით“ – აღნიშნა იუნკერმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებებს იტალიის პარტია „ლიგის“ ლიდერი, მატეო სალვინი გამოეხმაურა და იუნკერის განცხადებას „სამარცხვინო და რასისტული“ უწოდა.