სებასტიან კურცის თქმით საიმიგრაციო საკითხი იქნება ავსტრიის პრიორიტეტი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისას

0
2088

სებასტიან კურცის თქმით, ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების გადანაწილების პრინციპს რიგი წევრი სახელმწიფოები არ იზიარებენ, რამაც ევროკავშირის ერთიანობა საფრთხის ქვეშ დააყენა. სწორედ ამიტომ 1-ელი ივლისიდან ავსტრია საიმიგრაციო პოლიტიკის ახალ გზას მიმართავს და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს ავსტრიის პრიორიტეტი საიმიგრაციო საკითხი იქნება.

ავსტრიის კანცლერის თქმით, ოფიციალურ ვენას აღნიშნული საკითხის მოგვარებისთვის ძალიან ბევრი წინადადება ექნება. მათ შორის არის Frontex-ის დაფინანსების გაუმჯობესება და საკადრო ცვლილებები.

ამასთან ერთად, აუცილებელია ევროკავშირის საზღვრებს გარეთ შეიქმნას სპეციალური ცენტრები, სადაც გადარჩენილი მიგრანტები გაჩერდებიან.

ავსტრიის კანცლერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში მიღებული სისტემა, მიგრანტების სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილებასთან დაკავშირებით, არ უნდა იყოს გაერთიანების საიმიგრაციო პოლიტიკის ცენტრი.

 

პირველ ივლისს ავსტრია როტაციის პრინციპით ბულგარეთს შეცვლის და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ექვსთვიანი ვადით გახდება.