.
შაბათს, 18:00 საათზე, ქართული კულტურის ცენტრი ამსტერდამის ჯვართამაღლების სახელობის სამრევლოში უმასპინძლებს პოეზიის საღამოს. ამ საღამოს გაუძღვება შვეიცარიაში მცხოვრები, საპატიოდ მოწვეული პოეტი ქალბატონი სოფო ფოცხვერაშვილი, ნედერლანდების სამეფოში მცხოვრები პოეტები ქალბატონი მერი პაპუნაშვილი და ბატონი ზაზა მახვილაძე თავიანთ ლექსებს წაიკითხავენ. ამასთანავე ყველას ექნება საშუალება წაიკითხოს ლექსები.
პოეზიის საღამოს დასრულების შემდეგ მეუფე დოსითეოსი...
საფრანგეთის დედაქალაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნეს.
1922 წელს დაარსებული საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ინიციატივით და ემიგრანტების მონაწილეობით საზეიმო ღონისძიება ტრიუმფალურ თაღთან გაიმართა.
მასში მონაწილეობდა საფრანგეთის პოლიციის ორკესტრი, რომელმაც საფრანგეთის და საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
https://www.youtube.com/watch?v=arCHAr3wwHE
დალი მამასახლისი 48 წლის იყო, როცა მისთვის მძიმე, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოდან საბერძნეთში სამუშაოდ წავიდა. მაშინ ფიქრობდა, რომ იქ მხოლოდ 5 წელი დარჩებოდა და სამშობლოში დაბრუნდებოდა, თუმცა მას შემდეგ 14 წელი გავიდა და ისევ უცხო მიწაზეა. დალი მამასახლისის ისტორიას ჟურნალის „სარკე“ აქვეყნებს:
დალი მამასახლისი:
– საქართველოში ფინანსური პრობლემები...
საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრუფლებიანი ელჩი ბ-ნი იოსებ ნანობაშვილი აღნიშნულ რესპუბლიკებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებს პერიოდულად სპეციალური კვარტალური წერილით მიმართავს, ელჩის ბოლო მიმართვიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საბერძნეთში საქართველოს საელჩო აქტიურად ემზადება და მოქალაქეებს მიმართვიდან ამცნობს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ: ,, ჩვენი საელჩო...
საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს სიმღერის ვიდეორგოლს, რომლითაც საქართველო ევროვიზიაზე წარდგება.
წელს ევროვიზიაზე საქართველოდან ჯაზბენდი “ირიაო”, სიმღერით – “შენი გულისთვის” გაემგზავრება. სიმღერის ავტორი დავით მალაზონიაა, არანჟირება- მიშა მდინარაძეს, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.
https://www.youtube.com/watch?v=MY7ZwEO_BLk
როგორც ფეხბურთსა და ზოგადად სპორტზე, საბუკმეიკერო კანტორებში ევროვიზიის შედეგებზეც იდება ფსონები, რის მიხედვითაც შესაძლოა გაიგო, ბუკმეიკერების გათვლებით, კონკურსში გამარჯვების როგორი შანსები...
6 მაისს ათენში თეატრ ''ალკიონში'' ნინი შერმადინის კონცერტი გაიმართება. კონცერტი შ.პ.ს. ''ლამარია''-ს მიერ არის ორგანიზებული და მისი ხელმძღვანელის ლიგია მუშკუდიანის თქმით ის ემიგრანტებს დაუვიწყარ, ქართული მუსიკალური ხელოვნების ზეიმს და დიდი ხნის მონატრებულ ორგანიზებულ საღამოს აჩუქებს.
ცნობილი ქართველი მუსიკოსი და მომღერალი ნინი შერმადინი, ათენის მსმენელისათვის ცნობილი გახდა 2009 წელს, როდესაც ბერძნულ ''The...
ეკლესიის ისტორიკოსი და თეოლოგი, დეკანოზი ილია მელია 1915 წლის 20 თებერვალს ქუთაისში დაიბადა. მისი ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა და თავადაც იქ იზრდებოდა. დედამისი გახლდათ ნინო ქაჯაია. მამამისი ილია შეძლებული კაცი იყო. 1922 წელს იგი სავაჭრო ურთიერთობისთვის კონსტანტინოპოლს მიავლინეს. მან თან იახლა მეუღლე და სამი შვილი – ილია, ანტუანი და მერი,...
საქართველოდან ბევრი მიემგზავრება საზღვარგარეთ სამუშაოდ და საცხოვრებლად, მაგრამ მათგან შედარებით მცირე ნაწილი თუ ახერხებს თავისი პროფესიით მუშაობას.
თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობენ ქართველი სპეციალისტები, რომლებიც, ცოდნითა და პროფესიონალიზმით წამყვანი კომპანიების მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებენ და შესაბამისად, ამ კომპანიებშივე ახდენენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას. დღეს ჩვენ რამდენიმე ასეთ ადამიანს გაგაცნობთ.
ოთო ბიჭიაშვილი
პროფესია/პოზიცია: კომპიუტერის სპეციალისტი,...
. დიასპორა როგორც საერთაშორისო ტერმინი ბერძნული ენიდან მოდის და გაბნევას აღნიშნავს. ქართული დიასპორის ტერიტორიალურ განფენას თუ შევხედავთ სიტყვა დიასპორა მართალაც ზუსტად გამოხატავს 90 -იან წლებში დაწყებული მიგრაციული პროცესის შედეგაც მთელს მსოფლიოში გაბნეულ საქართველოს მოქალაქეთა ახალ საცხოვრისებს. სამშობლოდან არაორგანიზებული და მხოლოდ ფულადი რესურსების მოპოვებაზე ორიენტირებული მიგრანტებისგან დროთა განმავლობაში რეალობაა თანდათან თვითორგანიზებული...
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის , გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მიუნხენის ქართული სამრევლოს წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე საჯაროდ წერს რომ უცხოეთში არსებულ სამრევლოებს დაფინანსება საერთოდ არ აქვთ და ამ მხრივ ყურადღებას საჭიროებენ: ,,კვლავ 0 თეთრი დახმარება გერმანია-ავსტრიის სამრევლოებს ! ისევ 26 მილიონი წლიურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებს, კიდევ დამატებით...