უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ფოთში სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით აქციებს მართავენ, დღეს უკრაინაში ქართული დიასპორის პრეზიდენტი შეხვდა. ნიკოლოზ გუგეშაშვილმა მათი პრობლემები პირადად მოისმინა. უკრაინის 6 მოქალაქე ფოთში ნავსადგურის მოიჯარე კომპანიაში სამუშაოდ მაისის თვეში ჩავიდა. მათი განცხადებით, კომპანიამ დაპირებული თანხის მხოლოდ 10 % გადაუხადა. უკრაინის მოქალაქეებმა მომხდარის შესახებ უკვე მიმართეს პოლიციას და...
ოსლოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიხსნა გამოფენა “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა”. გამოფენა მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობას საპატიო სტუმრის სტატუსით.
გამოფენა გახსნა ოსლოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორმა, სვაინ ენგელსტადმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი, მაია ყიფშიძე, ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი (Emeritus)...
ემიგრანტი ბავშვებისთვის ახალი პროექტი იწყება - ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარის ნანა თევდორაძის განცხადებით ქუთაისის მერია ემიგრანტ ბავშვებს ბაკურიანში დაასვენებს.
,, გამორჩეული ორ კვირიანი საზაფხულო არდადეგები ელოდებათ ჩვენი ემიგრანტების შვილებს , ჩვენს მოსწავლე-ახალგაზრდობას სამშობლოში. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით ვიწყებთ უნიკალურ...
📌 დღეს აშკარაა, რომ ქართულ დიასპორაში არსებული ინტელექტუალური, ლობისტული და ფინანსური კაპიტალი აუცილებელია საქართველოს სწრაფ განვითარებაში, დიასპორის თითოეული წარმომადგენლის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის...
📌 დღევანდელი ქართული სახელმწიფო თავისმხრივ ხელს უნდა უწყობდეს და ქმნიდეს შესაბამის მექანიზმებს ქართული დიასპორის ქვეყნის განვითარებაში ფართო ჩართულობისათვის, სახელმწიფოს ყველა ინსტიტუციას გააზრებული უნდა ჰქონდეს დიასპორის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე...
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“ დებულებაში ცვლილებები შეიტანა, რიც ემიგრანტებსაც ეხება და სესხების გაცემა მათთვისაც გამარტივდა.
ახალი რეგულაციის თანახმად საქართველოს ის მოქალაქეები , რომლებიც უცხოეთში არიან დასაქმებულები და მათ აქვთ უცხოურ ვალუტაში შემოსავლები, მათთვის გამარტივდება პირობები, კონკრეტულად...
„საქართველოს ფოსტა“ უცხოეთიდან გაგზავნილ ამანათებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით სახმელეთო გზით გაგზავნილი ამანათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში. ამასთან, სახმელეთო ამანათი დაზიანებულად მიიჩნევს მხოლოდ ამანათის გარე შეფუთვის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში.
გზავნილი ითვლება დაკარგულად, თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია “საქართველოს ფოსტის“...
2018 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 656,5 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4 პროცენტით აღემატება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41 პროცენტი ქალი, ხოლო 59 პროცენტი - კაცია.
ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,8 პროცენტი - მსხვილ ბიზნესზე; 22,0 პროცენტი - საშუალოზე; ხოლო...
შვედეთში საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული კონკურსი -„შვედეთის საუკეთესო კერძი“ დაიწყო , რომლის გამარჯვებულიც ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესასწავლად საქართველოში ტურით დაჯილდოვდება.
პროექტი სტოკჰოლმის საგამოფენო ცენტრთან Stockholmsmassän თანამშრომლობით, სსიპ "ღვინის ეროვნული სააგენტოს"და "საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" მხარდაჭერით ხორციელდება.
მიმდინარე წლის 4 აპრილიდან სექტემბრამდე, ჟიურის წევრები შეარჩევენ ყოველი თვის გამარჯვებულს. ისინი ერთმანეთს 9 სექტემბერს, ე.წ. Stockholm Street Food ფესტივალის ფარგლებში შეეჯიბრებიან, რის შედეგადაც ორი ფინალისტი გამოვლინდება. ფინალი...
ცხოვრება მართლაც რომ მოულოდნელობებითაა სავსე. წლების წინ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ემიგრანტი ვიქნებოდი იტალიაში და რომში მომიწევდა ცხოვრება და თანაც ფრანგ გოგონასთან ერთად ერთჭერქვეშ. მარლინი საფრანგეთიდან იტალიაში ჩამოვიდა სასწავლებლად, წინაპრები იტალიელები ჰყავს,ასე რომ, ცოტა იტალიური იცოდა. ბინას ეძებდა და ჩვენ ქართველებმა შევიკედლეთ. როგორც დავინახე ჩემს შვილს მივამსგავსე და მაშინვე...
„ბლექ სი არენაზე“ ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის ენიო მორიკონეს კონცერტი ჩატარდა. ის ქართველი მსმენელის წინაშე ორსაათიანი პროგრამით წარდგა. იტალიელმა მაესტრომ ცნობილი კომპოზიციები რომის სიმფონიურ ორკესტრთან და თბილისის ოპერის თეატრის გუნდთან ერთად შეასრულა.
მორიკონეს სცენაზე ცნობილი იტალიელი სოპრანო სუზანა რიგაჩიც შეუერთდა.
ლეგენდარული კომპოზიტორის კონცერტი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ჩატარდა და მასშტაბურმა ღონისძიებამ, „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი გახსნა.
„დარწმუნებული ვარ, მორიკონეს...
































