კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქვეყნის წამყვან ავიაკომპანია “Korean Air”-თან აფილირებულ ტურისტულ სააგენტოს Hanjin Travel-ს შორის ბოლო თვეებში გატარებული სამუშაოებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, პირველად საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, მიმდინარე წლის 17, 24 და 31 მაისს, შესრულდება პირდაპირი ჩარტერული რეისები სეული-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული პროექტის საშუალებით, საქართველოს...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისტული კომპანიების კვლევა ჩაატარა. კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვლევაში 15 უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის 130-მდე სტუდენტი იყო ჩართული. გამოიკითხა 192 შიდა, გამყვანი და შემომყვანი ტურისტული კომპანია. მიღებული შედეგების მიხედვით, 2017 წელს გაზრდილია, როგორც შიდა, შემომყვანი და...
შვედეთში საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული კონკურსი -„შვედეთის საუკეთესო კერძი“ დაიწყო , რომლის გამარჯვებულიც ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესასწავლად საქართველოში ტურით დაჯილდოვდება.
პროექტი სტოკჰოლმის საგამოფენო ცენტრთან Stockholmsmassän თანამშრომლობით, სსიპ "ღვინის ეროვნული სააგენტოს"და "საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" მხარდაჭერით ხორციელდება.
მიმდინარე წლის 4 აპრილიდან სექტემბრამდე, ჟიურის წევრები შეარჩევენ ყოველი თვის გამარჯვებულს. ისინი ერთმანეთს 9 სექტემბერს, ე.წ. Stockholm Street Food ფესტივალის ფარგლებში შეეჯიბრებიან, რის შედეგადაც ორი ფინალისტი გამოვლინდება. ფინალი...

























