შვედეთში საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული კონკურსი –„შვედეთის საუკეთესო კერძი“ დაიწყო , რომლის გამარჯვებულიც ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესასწავლად საქართველოში ტურით დაჯილდოვდება.
პროექტი სტოკჰოლმის საგამოფენო ცენტრთან Stockholmsmassän თანამშრომლობით, სსიპ “ღვინის ეროვნული სააგენტოს”და “საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის” მხარდაჭერით ხორციელდება.
მიმდინარე წლის 4 აპრილიდან სექტემბრამდე, ჟიურის წევრები შეარჩევენ ყოველი თვის გამარჯვებულს. ისინი ერთმანეთს 9 სექტემბერს, ე.წ. Stockholm Street Food ფესტივალის ფარგლებში შეეჯიბრებიან, რის შედეგადაც ორი ფინალისტი გამოვლინდება. ფინალი გაიმართება 11 ნოემბერს, ნორდიკულ რეგიონში ღვინისა და კვების უმსხვილესი გამოფენის Stockholm Food & Wine ფარგლებში. ფინალში გამარჯვებულს მთავარ პრიზად საქართველოში გასამგზავრებელი საგზური გადაეცემა.
კონკურის ამსახველი ინფორმაცია, შვედურ ენაზე, განთავსებულია ინტერნეტ- გვერდზე http://www.sthlmfoodandwine.se/sveriges-paradratt?sc_lang=sv-se, რომელშიც მითითებულია უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებული ვრცელი მასალის ამსახველი მომდევნო გვერდზე გადასასვლელი ბმული: http://www.sthlmfoodandwine.se/georgien/welcome-to-georgia?sc_lang=sv-se.