სამშობლოში კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური დაბრუნდა.

0
1287

„ლიბიაში დღეს არსებული ვითარების გამო სახელმწიფო ინსტიტუტები შეფერხებით ფუნქციონირებენ. დაკავებული ქართველი მეზღვაურის გასათავისუფლბელად გამოვიყენეთ ყველა შესაძლო ბერკეტი ყველა დონეზე, როგორც დიპლომატიური, ასევე სამართლებრივი“-განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლბელად  ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას და მიღწეული შედეგს.საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განმარტებით, ლიბიაში დარჩენილი  მეზღვაურების სამშობლოში დასაბრუნებლად, კვლავაც აქტიურად გრძელდება მუშაობა. მისივე განცხადებით მაისის მეორე ნახევარში გაიმართება  დანარჩენი ქართველი მეზღვაურების საქმის განხილვაც. „დღეისათვის მათი საქმე გადაცემულია საბრალდებო პალატაში, სადაც მოხდება საქმის არსებითი განხილვა. პროცესი ჩანიშნულია მაისის მეორე ნახევარში. პირველი მოსმენა სავარაუდოდ 20 მაისს გაიმართება.  ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს შესაძლებელს, რომ მათი უფლებები დაცული იყოს-განმარტა საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

სამშობლოში დაბრუნებული კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე, დღეს ბათუმში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

ქართველმა მეზღვაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, საქართველოს მთავრობისა და ლიბიაში უნგრეთის საკონსულოს აქტიურ მუშაობას, რომელთა  ძალისხმევითაც მოხდა მისი გათავისუფლება.