ეკა ბესელიასთვის გაუგებარია ემიგრანტების აღშფოთება ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით.

0
11477

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განცხადება გაავრცელა და აცხადებს რომ მისთვის გაუგებარია ემიგრანტების აღშფოთება და მით უფრო მის მისამართით ვინაიდან მისი მოსაზრებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ის საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს იცავს და აცხადებს:,, საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, რათა შემცირდეს უკანონო მიგრაცია და ამის შედეგად საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებაც, კერძოდ:
სისხლის სამართლის კოდექსში „უკანონო მიგრაციის“ თაობაზე წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე გადაყვანისთვის ან/და მისთვის უცხო ქვეყანაში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნისათვის (სსკ-ს 3442 მუხლის პირველი ნაწილი).
ამავდროულად, საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნისათვის (ხელის შეწყობისათვის).
უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქის მსჯელობა ვიზალიბერალიზაციისათვის სიხსლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების თაობაზე არასწორია, ვინაიდან წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით დანაშაულად ცხადდება „უკანონო მიგრაციისათვის“ ხელის შეწყობა და არა ვიზალიბერალიზაციის დარღვევა, როგორც ეს წარმოდგენილ მსჯელობაშია განხილული.
ამასთან, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება არ არის სიახლე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, არამედ იგი წარმოადგენს გაგრძელებას უკვე არსებული ქმედების შემადგენლობისა. კერძოდ, სსკ-ს მოქმედი რედაქციის 3441 მუხლით უკვე გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მიგრანტის საქართველოს საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისათვის ან/და მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნისათვის. ხოლო საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქალაქის უკანონო მიგრაციისა და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის უფლების ბოროტად სარგებლობის ხელის შეწყობისათვის.
ამდენად, საკანონმდებლო ცვლილების უმთავრესი მიზანია უვიზო რეჟიმის, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის, შეჩერების რისკების მინიმუმადმე დაყვანა.” -აცხადებს გავრცელებულ განცხადებაში დეპუტატი.