Euronews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით საბერძნეთმა რუს დიპლომატებს საბერძნეთის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.
საბერძნეთის ხელისუფლების ბრალდებით რუსი დიპლომატების სამიზნე საბერძნეთსა და მაკედონიას შორის სახელმწიფოს სახელწოდებაზე არსებული ხანგრძლივ უთანხმოება გახდა. როგორც ჩანს რუსმა დიპლომატ-აგენტებმა სიტუაციის დაძაბვის და რამდენიმე ბერძენ მაღალჩინოსანთან ქრთამის შეთავაზების სანაცვლოდ დესტაბილიზაციის შექმნა სცადეს.
მოლაპარაკებების შედეგად, ორმა სახელწმიფომ შეთანხმებას მიაღწია და ოფიციალურად...
ავსტრიამ საზღვრებზე დროებითი კონტროლი შემოიღო. ამის შესახებ Oberösterreichische Nachrichten-ი წერს. ვენაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ქალაქ ინსბრუკში დაგეგმილი შეხვედრაა, რომელსაც ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.
შეზღუდვები მოქმედებს გერმანიისა და ავსტრიის, ასევე, იტალიისა და ავსტრიის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე. მძღოლები ვალდებულები არიან სვლა შეანელონ და ვიზუალური კონტროლი გაიარონ.
რუბრიკა ,,გაიცანი ქართველები" ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიცირებული პროექტია და გვაცნობს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, პროექტის მხარდაჭერის და თანამშრომლობის სურვილი ჩვენი პორტალის DIASPORA.GE-ს რედ.კოლეგიას მისი გაცნობისთანავე გაგავიჩნდა, რასაც დადებითად შეხვდა ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოც , რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიდერლანდების სამეფოში ბ-ნ კონსტანტინე სურგულაძეს.
დღეს...
გერმანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ბად-შანდაუს მახლობლად დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომლის საბუთების შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მას პოლიცია ეძებდა. ბინის ჩრეკისას კი 51 წლის კაცს კიდევ 44 პასპორტი უპოვეს, რომელიც სხვადასხვა სახელზე იყო გაცემული, თუმცა ყველა პასპორტში დაკავებულის ფოტოები იყო ჩაკრული. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
დაკავებულ პირს პოლიცია ძარცვისა და ყაჩაღობის 12 ეპიზოდს ედავება. ის გერმანიიდან ოთხჯერ არის...
იტალიაში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ბარის ასოციაცია A.I.S. -ს პრეზიდენტი ქ-ნი ნინა რურუა განცხადებას ავრცელებს: ,, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით სამგზავრო დოკუმენტს.
საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა ხდება მოქმედების ვადაგასული ან დაკარგული, ან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის (მგზავრობისთვის) უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი და...
უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა კანდელაკი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს წარდგინებითა და უნგრეთის პრეზიდენტის იანოშ ადერის განკარგულებით, ქართულ -უნგრული ურთიერთობების
განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის კომანდორის ჯვრით - უნგრეთის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
საქართველოს ელჩს ღირსების ორდენი გადასცა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟოლტ ჩუტორამ.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის საგარეო უწყების და...
Deutsche Welle- ს ცნობით გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან-სოციალისტურმა კავშირებმა და აგრეთვე „დიდ კოალიციაში“ მათთან ერთად შემავალმა სოციალ-დემოკრატილმა პარტიამ იმიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.
მთავარი დისკუსიის მთავარი თემა მიგრანტების პირველადი რეგისტრაციის საკითხი იყო, კოალიციამ მიიღო გადაწყვეტლება, რომლის თანახმადაც მიგრანტების საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავენ.
ამ დრომდე ისინი დროებით განთავსების ცენტრებში იმყოფებიან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ოფიციალური ვიზიტით, საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება, განსაკუთრებით კი იმ გამოწვევებზე რეაგირება, რაც ევროკავშირის და შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოდან არალეგალურ მიგრაციასა და ქართველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს უკავშირდება.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი...
ევროპარლამენტმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეებისათვის ელექტრონული ფასიანი ავტორიზაციის დაწესებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ევროპის სამგზავრო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) 2021 წლიდან ამოქმედდება.
ახალი რეგულაციის თანახმად, ელექტრონული ავტორიზაციის საფასური 7 ევროს შეადგენს. აღნიშნული ავტორიზაცია უფასო იქნება 18 წლამდე ასაკისა და 70 წელს გადაცილებული პირებისთვის. ელექტრონული...
საბერძნეთში სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაცია, პორტალ Diaspora.ge-სთან თანამშრომლობით საბერძნეთში საბერძნეთის საელჩოს მხარდაჭერით ახალ საგანმანეთლებლო პროექტს იწყებს . პროექტი რომლის სახელწოდებაც არის ,,საქართველო და ევროპა“ მიზნად ისახავს ევროპული ფასეულობების მხარდაჭერას და მასში ახალგაზრდების თანამონაწილეობას - ნათქვამია ასოციაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად პროექტის ფარგლებში საკონკურსო წესით,ევროპისა და საქართველოს ურთიერთობების, ევროპული ფასეულობების,...