81 წლის სილვიო ბერლუსკონიმ პირობა დადო, რომ იტალიიდან 600,000 უკანონო მიგრანტის დეპორტაცია მოხდება, თუ მისი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია 4 მარტის არჩევნების შედეგად მთავრობაში მოვა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მიგრაცია არის “სოციალური ბომბი, რომელიც მზად არის აფეთქდეს იტალიაში”.
“საემიგრაციო საკითხი აქტუალური გახდა, რადგან წლების განმავლობაში ქვეყანას მემარცხენე მთავრობა მართავს, რის გამოც იტალიაში გვყავს 600 000 მიგრანტი, რომელთაც აქ დარჩენის უფლება არ აქვთ”, – აღნიშნა ბერლუსკონიმ.
“ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ კონტროლი დავიბრუნოთ. მსოფლიო და ევროკავშირი იტალიას საერთოდ არ აფასებენ. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.