პრეზიდენტი ათენში მიგრაციის საკითხთა ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა.

0
1667

პრეზიდენტი ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა .

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისარს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც პირადად დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესში შეიტანა. ევროკომისარი კვლავ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
აღინიშნა საქართველოს ძალისხმევის ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ევროკავშირში სრული ინტეგრაციის გზაზე გასატარებელი რეფორმების მიმართულებით არსებობს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას. მხარეები შემდგომ კოორდინირებულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველო მის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს წარმატებით ასრულებს.
„მოხარული ვარ, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტს შევხვდი, რომელიც მუდამ ჩემს გულშია. საქართველო დიდ ძალისხმევას იჩენს, რათა განიმტკიცოს ევროპული პერსპექტივა. მჯერა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ქვეყანაა კონტინენტზე, რომელიც იმსახურებს იყოს ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა ევროკომისარმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საქართველოს დელეგაციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.

,, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ქვეყანაა და იმსახურებს, იყოს ევროპული ოჯახის წევრი”- განაცხადა პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკომისარმა.

https://www.youtube.com/watch?v=hZuZALyd8ic