საქართველოს პრეზიდენტი: ,,ჩვენ ყოველთვის მადლობელი ვიქნებით საბერძნეთის მიმართ”

0
1501

არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ეკონომიკური სირთულეებისას, ჩვენი დედები, დები და ძმები, გადარჩენის შესაძლებლობას საბერძნეთში პოულობდნენ როდესაც ჩვენ ვფიქრობთ იმ სირთულეებზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკურად დაატყდა 90 -იან წლებში, ჩვენს თაობას, რომელსაც ძალიან რთული ეკონომიკური პროცესების გავლა მოუხდა, არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ჩვენი დედები, დები, ძმები იმ ეკონომიკურ სირთულეებში პოულობდნენ თავის გადარჩენის შესაძლებლობას და ამავე დროს ჩვენი დახმარების შესაძლებლობას, ვინც ქვეყანაში ვრჩებოდით.
ჩვენ ყოველთვის მადლობელი ვიქნებით იმისთვის, რაც ამ თვალსაზრისით საბერძნეთმა გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პიროვნული ტკივილი და ტრაგედიაა იმ ადამიანებში, ვინც მაშინ საქართველო შემოსავლის საშოვნად დატოვა. – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ათენში საჯარო სექციისას.