ცოტა რამ შენი ცხოვრების შესახებ პოლონეთში ?შენი ეხლანდელი მოღვაწეობის შესახებ?
მოგესალმებით, მადლობა რომ გადაწყვიტეთ ჩემი ინტერვიუს გაშუქება. პირველ რიგში მინდა დავიწყო იქიდან რომ ყველა სტუდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმის მოტივაცია რომ პირველი ოთხი სტუდენტური წლების განმავლობაში რამდენიმე თვე საზღვარგარეთ გაატაროს. ეს გამოცდილება არა მარტო იმაში ეხმარება სტუდენტს რომ ცოდნის დონე აიმაღლოს, პერსპექტივები გაიფართოვოს არამედ პიროვნულ ზრდაშიც უწყობს ხელს.
საქართველოში ვსწავლობდი საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის ფაკულტეტზე, ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში. არაჩვეულებრივი ლექტორები მასწავლიდნენ, გიორგი გობრონიძე, ბექა ძამაშვილი, გოჩა ლორთქიფანიძე ეს ადამიანები არა მხოლოდ ლექტორები არამედ უშუალო მოტივატორები იყვნენ და გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩემს ამბიციებში და წინსვლაში.
მოგახსენებთ რომ თბილისში დემირელის კერძო კოლეჯი დავამთავრე 2012 წელს, ჩემმა სკოლამ წარმატებული მომავლის ფუძე შემიქმნა. უნივერსიტეტი რომელიც ვარწავაში, პოლონეთში დავამთავრე ( ვისტულას უნივერსიტეტი) დემირელის კერძო კოლეჯის და შავი ზღვის უნივერსიტეტის პარტნიორი არის.
სალო რატომ გადაწყვიტე სწავლის გაგრძელება პოლონეთში და რამდენად გამართლა შენი მოლოდინები?
მესამე კურსზე გადავდიოდი როდესაც გადავწყვიტე გამერისკა და ბოლო წელი საზღვარგარეთ მესწავლა. რადგან დემირელის კერძო კოლეჯი ინგლისურ ენოვანი სკოლა იყო, მარტივად ავითვისე უნივერსიტეტში სრულიად ინგლისურ ენაზე სწავლა და დიპლომის დაცვა.
ბოლო კურსის მეორე სემესტრში ძალიან მნიშვნელოვანი პირველი კარიერული ნაბიჯები გადავდგი. ვისტულას უნივერსიტეტის და ევროკომისიის ერთობლივ სტაჯირების პროგრამაში მივიღე მონაწილეობა. 3 თვის განმავლობაში პასუხისმეგებელი ვიყავი 400 კაციანი CETA ფორუმის ორგანიზებაში და პიარ კამპანიაში. ფორუმის მთავარი სტუმრები ევროკომისარი სესილია მალმსტრომი და პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ტადეუშ კოშინსკი გახლდათ. ფორუმის თემა კი “ევროკავშირსა და კანადის შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური და სავაჭრო შეთანხმება (CETA) ” იყო.
ერთმა წელმა საზღვარგარეთ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ვფიქრობ ყველა სტუნდეთს უნდა ჰქონდეს იმის შანსი რომ რეალიზება მოახდინოს თავის, იმ სფეროში რომელიც არჩეული აქვს პროფესიად.
რას ფიქრობთ რა მოსაზრებები გაქვთ,რა ტიპის დახმარებას უნდა უწევდეს სახელმწიფო დიასპორაში ემიგრანტებს ?
სახელმწიფო პასუხისმგებელია მის თითოეულ მოქალაქეზე საზღვაგარეთ, საქართველოს საკონსულო აპარატმა მუდმივად ხელი უნდა შეუწყოს და დაეხმაროს მოქალაქეებს, ლეგალურ ასპექტში გაუწიოს იურიდიული კონსულტაცია რომ ემიგრანტმა პირველი დღიდან დაცულად იგრძნოს თავი უცხო ქვეყანაში. სახელმწიფომ ასევე უნდა გამოიყენოს დიასპორის ძალა სასარგებლო პოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. აგრეთვე, დიასპორა უნდა იყოს ერთ ერთი შიდა პოლიტიკური მექანიზმი რომელიც გახდება დასაყრდენი “მეგობარ” ქვეყანაში. დიასპორამ უნდა გაუწიოს ლობირება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების, მაგალითად, არ აღიარების პოლიტიკა, საქართველოს სუვერენინტეტის დაცვა და ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება.
როგორც წარმტებული ახალგაზრდა რას უსურვებდი შენს თანატოლ დიასპორასა და სამშობლოში მყოფ ახალგაზრდებს ?
ვუსურვებდი რომ მაქსიმალურად დააგროვონ ცოდნა და რეალიზება მოახდინონ საკუთარი ცოდნის , ამგვარად მათი წარმატება იქნება აღქმული საქართველოს წარმატებად. ,
ახალგაზრდებმა უნდა იაქტიურონ პროექტებში, მიიღონ მონაწილეობა მრავალ ღონისძიებებში რაც საშუაელბას მისცემს გაზარდონ სანაცნობო წრე, რომელიც უშუალოდ ხელს შეუწყობს მათ წინსვლას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ აქტოვობებში მონაწილეობა აუცილებლად დაეხმარებათ მოკლე ვადიანი და გრძელ ვადიანი მიზნების მისაღწევად. ემიგრანტ ახალგაზრდებს ვურჩევდი ეცადონ დაამყარონ კავშირები ერებს და ქვეყნებს შორის, რაც არის სახალხო დიპლომატიის საფუძვლები.
რაც უფრო მეტი განათლებული ახალგაზრდა იქნება ჩართული ქვეყნის აღმშენებლობაში თავისი კრეატიული და კრიტიკული აზროვნებით, მით უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდება და გახდება თავისუფალი, თანაბარუფლებიანი და ძლიერი სახელმწიფო. ამით საქართველო მაგალითს მისცემს მეზობელ ქვეყნებს გაიზიარონ საქართველოს გამოცდილება. გამოცდილების გაზიარება დაამკვიდრებს რეგიონში სწორ ნარატივს, რაც მოუტანს მომავალში რეგიონს განვითარებას და სტაბილურობას.
რას ფიქრობთ Diaspora.ge მთავარი საინფორმაციო საგენტოს როლზე და ფუნქციაზე ?
ვებ–პორტალი არის ქმეთიდი ნაბიჯი ინფორმაციის გავრცელებისთვის ემიგრანტთა და სახელმწიფოს შორის. ასევე ვფიქრობ, ტექნოლოგიურ საუკუნეში მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ მაქსიმაურად ეს რესურსი. საინფორმაციო სააგენტო თამაშობს მნიშვნელოვან როლს ემიგრანტის და სამშობლოს კავშირის შენარჩუნებაში, რადგან გლობალიზაციის პროცესში ხდება ტვინის გადინება “brain drain” რაც ავნებს ქვეყნის ეკონომიკას და სტაბილურ განვითარებას. აგრეთვე სააგენტო მაქსიმალურად უნდა აწვდიდეს უახლესს ინფორმაციას მოქალაქეებს.
და ბოლოს საქართველოს მომავალს ისურვებდი …
თავისუფალი, თანაბარუფლებიანი და ძლიერი სახელმწიფო.