როგორც ფართო საზოგადოებისათვის არის ცნობილი 2017 წლის 28 მარტს ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი მომოსვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეგულაციები.
ევროკომისია საკუთარ განცხადებაში აღნიშნავდა ,რომ ქართულმა მხარემ საკმაოდ ხანგრძლივი და მრავალმხრივი მუშაობის შედეგად ყველა მოთხოვნა შეასრულა, ხოლო ნებისმიერი შეფერხება და გადაწყეტილების მიიღების გაჭიანურება არასწორი სიგნალი იქნებოდა, განსაკუთრებით აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისათვის .
ევროკავშირში კარგად იცოდნენ რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედება , ქვეყნის განვითარებისთვის, ტერიტორიების აღქმისა და თავისუფალი მიმოსვლისათვის . სწორად გააზრება და გაცნობა საჭირო საერთო ღირებულებების , უდავო რომ ეს არის ორმხრივი და სასარგებლო თანამშრომლობა.
ევროკავშირის და საქართველოს თანამშრომლობა გრძელდება და ის მნიშვნელოვნად გამყარდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმის შესაბამისად. გაადვილდა სავაჭრო ურთიერთობები და იზრდება ეკონომიკური თანამშრომლობა. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდგომ ჩვენ ნათლად ვხდავთ , თუ როგორ აღწევენ საქართველოში წარმოებული პროდუქტები ევროპის ბაზრებამდე.
-ხშირად ისმის კითხვა თუ რა სარგებლობას იღებენ საქართველოს მოქალაქები ხელშეკრულებიდან ? საქართველოს მოქალაქეებისთვის უპირველესად ხელმისაწვდომი გახდა პირველ რიგში თავისუფლად მიმოსვლა მითითებულ ვადებში შენგენის ზონის ქვეყნებში.
წარსულს ჩაბარდა ამ ქვეყნების საკონსულოებთან რიგებში დგომა და იმ რთული პროცედურების გავლა რაც ვიზების მიღებასთან იყო დაკავშირებული. მძიმე გასახსენებელია იმ დოკუმენტების ჩამონათვალიც კი რომლის შეგროვება და წარდგენაც უხდებოდათ ჩვენს მოქალაქეებს ნანატრი ვიზის მისაღებად , რომელსაც ემატებოდა ვიზაზე გარკვეული თანხის გადასახადი ,რაც საკმაოდ მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვებოდათ მათ ოჯახებს. – ეს პრობლემაც მოგვეხსნა !
-
დღეს გვაქვს საშუალება უვიზოდ გადაადგილდნენ ჩვენი მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში და სხვა მიზნებთან ერთად ეზიარონ და შეიმეცნონ ევროპის ქვეყნების კულტურა.
-
რაც შეხება განათლებას , შეთანხმების ერთ ერთი მთავარი და განსაკუთრებული მიღწევაა რომ დღეს საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, განათლების საკითხებით დაინტერესებულ და დასაქმებულ პირებს საშუალება მიეცათ შეფერხებების გარეშე მოკლე ვადიანი სასწავლო კურსები გაიარონ ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა თუ სამეცნიერო ცენტრებში. ეს მიმართულება კი საქართველოს სახემწიფოს მხრიდან ერთ -ერთი პრიორიტეტული საკითხია, რომელიც არაერთ პროექტს ახორციელებს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების და ხელშეწყობის კუთხით .
-
და ბოლოს გვაქვს თუ არა ვალდებულება მოვუფრთხილდეთ ევროპასთან მიღწეულ ვიზალიბერალიზაციას ?
-
თუ კი საქართველო არის ევროპის ნაწილი და ეს ნამდვილად ასეა . ვფიქრობ ჩვენ თავად უნდა დავიცვათ ევროპის ინტერესები , რომელთა ჩვენი მხრიდან დაცვა ცალსახად იცავს ჩვენს სამშობლოს და ქვეყანას! პასუხისმგებლობის შეგრძნება და გააზრება აუცილებელია! ძნელია დარჩე საიმედო პარტნიორად მაგრამ ჩვენ ეს გვევალება ვინაიდან ევროკავშირის ლოზუნგი „ღია საზღვრები და ღია საზოგადოების ქონა ,მშვიდობა და უსაფრთხოებაა’’
-
ავტორები:
-
ლიკა ჯანელიძე.
-
ავთანდილ გიუნაშვილი.