ზაალ სარაჯიშვილი ემიგრანტების დაგროვებითი პენსიის საკითხზე ინიციატივით პარლამენტს მიმართავს

0
5412

საპენსიო რეფორმის განხილვის პერიოდში საქართველოს პროფკავშირების ხელმძღვანელმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს საპენსიო სისტემაში ემიგრანტები არ უნდა იყოს ჩართული, რადგან ისინი სხვა ქვეყანაში არიან დასაქმებულები. ჩვენი ორგანიზაცია, დიასპორული ინვესტიციების ასოციაცია კატეგორიულად არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას…
როგორც ცნობილაი, საქართველოს პარლამენტი აქტიურად განიხილავს “დაგროვების საპენსიო სისტემის შესახებ” კანონპროეტს, მაგრამ ამ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული ემიგრანტების საკითხები. ამიტომაც, ჩვენმა ასოციაციამ გააკეთა განცხადება და საზოგადოებას შეთავაზა თავისი მოსაზრებები, რაც მსჯელობის საგანი გახდა ემიგრაციულ ჯგუფებში სოციალურ ქსელში…

 სამწუხაროდ, ემიგრანტების კომენტარების უმეტესობა არ იყო თემატური და მხოლოდ წყველასა და ლანძღვას შეიცავდა. კომენტარებში არ ჩანდა არც ქართული სიდარბაისლე და არც ქრისტიანული პატივისცემა. სიმართლე გითხრათ ამ გარემოებამ გამაოცა და გულიც დამწყვიტა, რადგან პირადად ჩემთვის ემიგრანტი იყო ადამიანი, რომელიც თავისი შრომით და ღვაწლით სოციალურ გმირობას ჩადის საკუთარი ოჯახისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის…
 თუმცა, საბედნიეროდ იყო ემიგრანტების თემატური კომენტარებიც, მათ შორის საწინააღმდეგო მოსაზრებები, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ…
 ამას გარდა, იყო ემიგრანტების კომენტარებიც და ზოგიერთმა პირადად მომწერა კიდეც, სადაც ითხოვდნენ, რომ თუ საქართველოში დაგროვებითი სისტემა იქნება დანერგილი, მაშინ მათ უნდა ჰქონდეთ უფლება უცხო სახელმწიფოში დაგროვილი საპენსიო დანაზოგი გადმოიტანონ საქართველოში, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში. ეს ემიგრანტები ცხოვრობენ და მუშაობენ იტალიაში, თურქეთსა და გერმანიაში, მათ აქვთ შრომის ნებართვები, დადებული აქვთ შრომითი ხელშეკრულება და მათი ხელფასიდან უცხოელი დამქირავებელი საკუთარ ქვეყნების საპენსიო ფონდში რიცხავს შენატანს. შესაბამისად, იმის გამო, რომ საქართველოს დღეს მოქმედი საპენსიო სისტემა ვერ აგვარებს მათ პრობლემას, ამიტომაც ისინი დაინტერესებული არიან რომ მომავალში საქართველოში არსებობდეს დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც მოაგვარებს მათ პრობლემას…
ამიტომაც, ჩვენი ასოციაცია უახლოეს პერიოდში წარადგენს შესაბამის წინადადება პარლამენტში, რათა მოხდეს დაინტერესებული ემიგრანტების ინტერესების გათვალისწინება საპენსიო რეფორმაში – განაცხადა დღეს გაკეთებულ განცხადებაში დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტმა ზაალ სარაჯიშვილმა.