17 მაისს იტალიის ქალაქ ბარიში გიორგი კეკელიძე ქართულ დიასპორულ კერებს ეწვევა.

0
3029

,, ამა წლის 17 მაისს ქ. ბარიში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით და ასოციაცია A.I.S. და მასთან არსებული ბარის ქართული საკვირაო სკოლის ორგანიზებით ეწყობა შეხვედრა ბატონ გიორგი კეკელიძესთან და საქართვლოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან. პირველ რიგში ავღნიშნავთ რომ ამ შეხვედრის მიზანია ქ. ბარიში ქართული ბიბლიოთეკის მხარდაჭერა რომელიც ასოციაციის და ქართული საკვირაო სკოლის ბაზაზე იხსნება და ასევე ქართული საკვირაო სკოლის მომარაგება ქართულენოვანი ლიტერატურით რომელსაც არ ექნება ერთჯერადი სახე.
ვიზიტის ფარგლებში ბატონი გიორგი შეხვდება სკოლის მოსწავლეებს რის შემდეგაც ბარის უნივერსტეტში შედგება შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 3288977708, 0809146783″ – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.