12 და 13 მაისს, ამსტერდამსა და ჰააგაში, ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველებისათვის გაიმართება პოეზიის დღეები

0
1466

 

.
შაბათს, 18:00 საათზე, ქართული კულტურის ცენტრი ამსტერდამის ჯვართამაღლების სახელობის სამრევლოში უმასპინძლებს პოეზიის საღამოს. ამ საღამოს გაუძღვება შვეიცარიაში მცხოვრები, საპატიოდ მოწვეული პოეტი ქალბატონი სოფო ფოცხვერაშვილი, ნედერლანდების სამეფოში მცხოვრები პოეტები ქალბატონი მერი პაპუნაშვილი და ბატონი ზაზა მახვილაძე თავიანთ ლექსებს წაიკითხავენ. ამასთანავე ყველას ექნება საშუალება წაიკითხოს ლექსები.
პოეზიის საღამოს დასრულების შემდეგ მეუფე დოსითეოსი გადაიხდის ჯანმრთელობის პარაკლისს. ამ ლამაზ საღამოს დავასრულებთ ტრაპეზით.
ეკლესიის მისამართია:
Burgemeester Eliasstraat 72, 1063 EX Amsterdam

კვირას, 13 მაისს 13:00 საათზე, საქართველოს საელჩო უმასპინძლებს საბავშვო ლიტერატურულ შეხვედრას. შვეიცარიაში მცხოვრები პოეტი ქალბატონი სოფო ფოცხვერაშვილი წაუკითხავს ბავშვებს ლექსებს და სამახსოვროდ ყველა პატარას გადასცემს საკუთარ წიგნს. ქალბატონი სოფო სულმოუთქმენლად ელის ჩვენს ბავშვებთან შეხვედრას და დიდი სიამოვნებით მოისმენს მათ მიერ წაკითხულ ლექსებსა თუ ქართულ სიმღერებს.

საელჩოს მისამართია:
Lange Vijverberg 12, 2513 AC Den Haag

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის :https://www.facebook.com/events/188173545159351/