28.05.2018 ქ. თბილისი – დიასპორის ფორუმი 2018 წლის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პარტრიარქს ილია მეორეს ეწვივნენ. პატრიარქმა დიასპორის წარმომადგენლები დალოცა და სულთმოფენობა მიულოცა.
,,დღეს ჩვენს მსახურებაზე იმყოფებიან ქართული დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთაც ჩვენთან ერთად დღეს ილოცეს ყოვლადწმინდა სამების მიმართ და ვლოცავთ მათ.”- განაცხადა პატრიარქმა. ,,ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მთელი საქართველო, ყოველი ჩვენგანი, იყოს სიკეთის მხარეს, სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ”- აღნიშნა მან.
საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღეების ფარგლებში დიასპორის ფორუმს “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის” მასპინძლობს. ფორუმი 27-28 მაისს იმართება.