2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს. სწორედ ამიტომ ევროპარლამენტში 12 ივნისს საქართველოს შესახებ დებატებია დანიშნული.
პარლამენტში სიტყვით გამოვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ.
დეპუტატები პირველ არხთან საუბარში აცხადებენ, რომ აუცილებელია, კიდევ ერთხელ მიეცეს შეფასება რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებს, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დარღვევას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და უმძიმეს ტრაგედიას – არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას.
ევროპარლამენტი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით გადაჭრასა და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას.
„რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ“ საპარლამენტო რეზოლუციის მიღების თაობაზე და არ გამორიცხავს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი გარკვეულწილად ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც აისახოს.
პირველ არხთან საუბრისას ევროპარლამენტარი ანდრეს მამიკინსი აცხადებს, რომ პარლამენტმა რეზოლუციით უნდა დაამტკიცოს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა.
წყარო:1tv.ge , euronews.com