ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი ჭიათურის მერს მოშიმშილე ახალგაზრდების პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

0
2034

 

ქ. ჭიათურის მერს ბატონ პაატა ნადირაძეს.

ბატონო პაატა, მიმდინარე წლის 26 მაისს, როგორც თქვენთვის ცნობილია ჭიათურის მილიციის უფროსი ლაშა ჩხიტუნიძე, მისი მოადგილე მიხეილ გიგაური და უბნის ინსოექტორი მამუკა შეყილაძე, ნასვამ მდგომარეობაში მიადგნენ მშვიდობიან მოსახლებას და გამომწვევი საუბრის შემდეგ ერთ-ერთ მათგანს ყელზე იარაღი მიაბჯინეს.ამავე დროს დააკავეს 9 მოქალაქე, ერთმა სასტიკი ცემის გამო მიიღო ტვინის შერყევა, რომელიც ისევ მკურნალობას გადის.
ბატონო პაატა, ჭიათურის პირამოკერილი ახალგაზრდობა, ამ ფაქტის გამო გამოთქვამს შეურიგებელ პროტესტს და ითხოვენ ქ. ჭიათურაში თავის ნებაზე “მოგულავე” პოლიციის თანამშრომლების განთავისუფლებას. საინტერესოა რომელი სატელიტით სარგებლობენ პოლიციის თანამშრომლები. ამოუხსნელია მათი გონებრივად დაუმუშავებელი საქციელი. პოლიციისათვის მშვიდობიანი მოსახლების ასეთი მიდგომა. პოლიცია უნდა ზრუნავდეს და იცავდეს ხალხს, არათუ არღვევდეს მშვიდობიანი თანამოქალაქეების უფლებებს.
ბატონო პაატა, მოგმართავთ თხოვნით: მხარი დაუჭიროთ ჭიათურის მოშიმშილე ახალგაზრდობის მოთხოვნას, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება და მიიღეთ პრინციპული ზომები, ზონდერი პოლიციის თანამდებობიდან მოსაშორებლად ,რამეთუ სიტუაცია უფრო არ დაიძაბოს და არ გახდეს უმართავი,ასევე მხარი დაუჭირეთ უდანაშაულო ადამიანის დაკავების სტატუსს და მონაწილეობა მიიღეთ მუხლის გადაკვალიფიცირების მოთხოვნით.
თქვენ ბრძანდებით ჭიათურის მერი და იმისათვის რომ თქვენი მუშაობის სტილი იყოს წარმატებული და არა სპონტანური დროულად შეაჩერეთ თავხედი პოლიციელების “ტემპერამენტი”და ჭიათურელი ახალგაზრდების პრობლემებს მიხედეთ.- ნათქვამია ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.