ბელგიაში დიპლომატიურ მისიაში საქართველო პოლიციის ატაშეს დანიშნავს – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. ბელგიის დედაქალაქში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მეკავშირე ოფიცრის წარგზავნის შესახებ კონსულტაციები უკვე დაწყებულია და ის უახლოეს მომავალში დაინიშნება.