მთავრობა ექვს ქვეყანაში ელჩებს ცვლის მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაშიც

0
1542

საქართველოს მთავრობამ  საფრანგეთში, იტალიაში, ბულგარეთში, ლატვიაში, აზერბაიჯანსა და ჩინეთში საქართველოს ელჩებს როტაციის წესით ცვლის უკვე ცნობილია რომ ამ ქვეყნებში მოქმედი ელჩები აღარ იმუშავებენ და მათ საქართველოში გაიწვევენ:

  • 2018 წლის 1 აგვისტოდან საფრანგეთში, მონაკოსა და იუნესკოში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე–დელონე აღარ იქნება. იგი ამ თანამდებობაზე 2013 წლის მაისიდან მუშაობდა.
  • 2018 წლის 1 ივლისიდან ზაზა ბერიძე აღარ იქნება საქართველოს ელჩი ბულგარეთში. იგი ამ პოსტზე 2014 წლიდან მუშაობდა.
  • თეიმურაზ შარაძენიძე აღარ იქნება ელჩი აზერბაიჯანში 1 ივლისიდან
  • დავით აფციაური საქართველოს ელჩი ჩინეთში, მონღოლეთსა და ვიეტნამში აღარ არის 1 ივნისიდან. იგი ამ თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.
  • თეიმურაზ ჯანჯალია 1 ივლისიდან არ იქნება ელჩი ლატვიაში. იგი ამ თანამდებობას 2013 წლის მარტიდან იკავებდა.
  • კარლო სიხარულიძე 1 აგვისტოდან აღარ იქნება იტალიაში საქართველოს ელჩი და რომში განთავსებულ სხვადასხვა ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენელი. სიხარულიძე ამ თანამდებობაზე 2013 წლის მარტიდან მუშაობდა.