აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპიკერმა განაცხადა, რომ პირველი ლედი “შეძრულია ოჯახებისაგან დაშორებული ბავშვების ნახვით.” მისივე თქმით პირველ ლედის სჯერა, რომ აშშ უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც “ყველა კანონს მიყვება, თუმცა ამასთანავე გულით იმართება.” “ქალბატონი ტრამპი იმედოვნებს, რომ ორივე მხარე ერთობლივად მიაღწევს წარმატებული საიმიგრაციო რეფორმის განხორციელებას.”
„მას საკუთარი თვალით უნდა ნახოს, რა ხდება და მათი მხარდაჭერა გამოხატოს“, – განაცხადა პირველი ლედის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფანი გრიშემმა. და როგორც ჟურნალი Time-ი იუწყება აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი არალეგალი მიგრანტი ბავშვების მოსანახულებლად, შტატში მექსიკის საზღვარზე ჩავიდა.
2018 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე აშშ-ის სასაზღვრო სამსახურებმა ასობით მიგრანტის ოჯახები ერთმანეთს დააშორა, რომლებიც აშშ-ის საზღავრის გადაკვეთისას დააკავეს.
დონალდ ტრამპის ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკა არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ, პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმაც გააკრიტიკა. „ძნელია იმის ყურება, როგორ აშორებენ არალეგალ ბავშვებს მშობლებს და ოჯახებს“- განაცხადა მელანია ტრამპმა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს უფრო წარმატებული საიმიგრაციო პოლიტიკა სჭირდება.
რამდენიმეკვირიანი კამათის შემდეგ 21 ივნისს, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს მიგრანტების ოჯახის წევრთა დაშორებას საზღვარზე. სავარაუდოდ, საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის გამო დაკავებული მშობლები შესაბამის დაწესებულებაში შვილებთან ერთად იქნებიან.