საზღვრის გახსნამდეც თურქეთელი ქართველები თავიანთი ისტორიული სამშობლოსკენ მოისწრაფოდნენ; სურვილი – ნეტა როგორაა მემლექეთი,- ახლა ყოველდღიური ურთიერთობებითაა ასრულებული. როგორ ცხოვრობდნენ და როგორ ინარჩუნებდნენ ქართველობას წლების წინ თურქეთში წასული ქართველები . გადაცემაში მონაწილეობენ თურქეთში მცხოვრები მე-4 თაობის ქართველები, რომლებიც თურქეთში ქართული საქმისთვის იღვწიან. ორჰან ბერიძე, სეზენ გონენჩ ოქჯანი (სალომე ბარამიძე), რომლებმაც თანამოაზრეებთან ერთად, დააფუძნეს შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი.
სტუმრები: ორჰან ბერიძე, სეზენ გონენჩ ოქჯანი (სალომე ბარამიძე), თეა თეთრაძე – ახალი ემიგრაციის წარმომადგენელი თურქეთში, არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართველები საზღვარგარეთ” დამფუძნებელი.
გადაცემა იხილეთ ლინკზე – https://1tv.ge/audio/migraciis-marshrutebi-turqeteli-qartvelebi/